ძირითადი მასალა

ერთნაირი მნიშვნელების მქონე წილადების შეკრება და გამოკლება

მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:26

ვიდეოს აღწერა

რვა მეთვრამეტედს უნდა გამოვაკლოთ ხუთი მეთვრამეტედი.მიღებული პასუხი გავამარტივოთ. წილადების გამოკლება ძალიან გავს წილადების მიმატებას. თუ ორივე წილადს, რომლებსაც ერთმანეთს ვაკლებთ, იგივე მნიშვნელი აქვს, მათი სხვაობის მნიშვნელიც იგივე უნდა იყოს, ანუ ისიც იქნება 18-ის ტოლი. ხოლო ჩვენი მრიცხველი იქნება მოცემული მრიცხველების სხვაობა. ამ შემთხვევაში ეს იქნება რვას მინუს ხუთი, რაც ურდის სამს. ანუ, მივიღეთ სამი შეფარდებული თვრამეტთან, რაც არის ამ სხვაობის პასუხი. თუმცა ჯერ არ არის ბოლომდე გამარტივებული, რადგან სამიც და თვრამეტიც იყოფა სამზე. მოდით, გავყოთ ორივე სამზე. სამს ვყოფთ სამზე და თვრამეტსაც ვყოფთ სამზე. სამი გავყოთ სამზე არის ერთი, თვრამეტი გავყოთ სამზე არის ექვსი. მაშასადამე, მივიღეთ ერთი მეექვსედი. უკეთ რომ აღვიქვათ, დავხატოთ 18 ნაწილი. მოდით, აქ დავხატავ 18 ნაწილს. ცოტათი არეული გამოდის, მაგრამ შევეცდები რომ კარგი იყოს. ამ მიმართულებით დავხატავ ექვსს. აქ არის სამი. აქ კიდევ გვაქვს სამი,ანუ სულ ექვსი ნაწილი გამოვიდა. მოდით, ამას დავყოფ სამ სვეტად. აი ისიც, 18 ნაწილი. რვა მეთვრამეტედი უდრის ---ერთი, ორი,სამი,ოთხი,ხუთი, ექვსი, შვიდი რვა--- ეს არის რვა მეთვრამეტედი. ახლა გვინდა გამოვაკლოთ ხუთი მეთვრამეტედი, ანუ ვაკლებთ --- ერთი,ორი,სამი,ოთხი,ხუთი--- ვნახოთ რა დაგვრჩა. დაგვრჩა სამი მეთვრამეტედი,რომელიც აი აქ გვაქვს. ეს არის სამი მეთვრამეტედი. თუ 3/18-ს ავიღებთ როგორც ერთ დიდ ნაწილს,რამდენი ასეთი დიდი ნაწილი გვექნება? ეს არის ერთ–ერთი ასეთი დიდი ნაწილი. სად არის დანარჩენი? ესეც კიდევ ერთი დიდი ნაწილია. აი კედევ ერთი,კიდევ ერთი, კიდევ ერთი და კიდევ ერთი. თუ გვექნებოდა 18 ნაწილი და გავერთიანებდი სამ-სამ ნაწილად, მივიღებდით ექვს დიდ ნაწილს. ანუ, საბოლოოდ მივიღეთ 6 ნაწილი. იმედია, ხედავთ, რომ თითოეული მწკრივი ერთი ნაწილია, ლურჯი არის ზუსტად ერთი მეექვსედი, ანუ სამი მეთვრამეტედი იგივეა, რაც ერთი მეექვსედი.