If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: არითმეტიკა > თემა 4

გაკვეთილი 7: ერთნაირი მნიშვნელების მქონე წილადების შეკრება და გამოკლება

ერთნაირი მნიშვნელის მქონე შერეული რიცხვების გამოკლება

დაფიქრდით შერეულ რიცხვზე, როგორც რიცხვზე და წილადზე. შეგიძლიათ, გამოაკლოთ რიცხვები...შეგიძლიათ, გამოაკლოთ ერთნაირ ტოლმნიშვნელიანი წილადები. მაშასადამე, შეგიძლიათ გამოაკლოთ შერეული რიცხვები! უყურეთ. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, გავარკვიოთ რა იქნება 11 12/16-ს მინუს 5 8/16. ჩვენ შეიძლება, მოგვიწიოს მის უმცირეს წევრებამდე გამარტივება. ერთ-ერთი გზა, როგორც მიყვარს ამის გაკეთება, არის, რომ გამოვყოთ შერეული რიცხვის მთელი ნაწილი წილადის შერეული რიცხვიდან. ასე რომ, აქვე გადავწერ ამ რიცხვს, როგორც თერთმეტს პლუს 12/16. აქედან ვაპირებ გამოკლებას და აქ ჩავსვამ ფრჩხილებს, რადგან ეს ნაწილი ღიად უნდა დავშალო. ვაპირებ გამოკლებას, უნდა გამოვაკლო ხუთს პლუს 8/16. 5 8/16 იგივეა, რაც ხუთს პლუს 8/16. მაგრამ დაიმახსოვრეთ, მე ვაკლებ მას, მე ვაკლებ ამ მთლიან ნაწილს ასე, რომ შემიძლია, დავწერო, როგორც თერთმეტს პლუს 12/16. და ვაკლებ ხუთს პლუს 8/16, ამგვარად შემიძლია, გავყო უარყოფითი ნიშანი. ანუ, იქნება მინუს ხუთი, -1-ჯერ ხუთი. - 1-ჯერ 8/16, ეს იქნება - 8/16. - 8/16 მომწონს მთლიანი ნაწილისა და წილადის რიცხვის ცალკე გამოყოფა. ასე რომ, მოდი, გავაკეთოთ მთლიანი რიცხვის ნაწილები. აქ გვაქვს თერთმეტს მინუს ხუთი. თერთმეტს მინუს ხუთი. ჯერ გავაკეთოთ მთლიანი რიცხვის ნაწილი და შემდეგ მივუმატოთ 12/16. მოდი, ვარდისფერით დავწერ. მივუმატოთ 12/16, მინუს 8/16. თერთმეტს გამოვაკლოთ ხუთი არის ექვსი. და მე მაქვს ექვსს პლუს ------ აქ მნიშვნელები არის იგივე. ანუ, უნდა მივიღოთ რაღაც მეთექვსმეტედი და თორმეტს მინუს რვა, არის ოთხი. ეს იგივეა, რაც ექვს პლუს 4/16, რომელიც იგივეა, რაც დავწეროთ ის, როგორც შერეული რიცხვი 6 4/16. 6 4/16. ეს არის სწორი რაოდენობა, მაგრამ შეგვიძლია, გავამარტივოთ. 4/16 შეიძლება, გამარტივდეს. მრიცხველიც და მნიშვნელიც, ორივე იყოფა ოთხზე. მათ ორივეს აქვს მამრავლი ოთხი. მოდით, გავყოთ მრიცხველიც და მნიშვლელიც, ორივე ოთხზე. გავყოთ ოთხზე, გავყოთ ოთხზე. სანამ ვყოფთ ერთი და იგივე რიცხვზე, არ ვცვლით მის რაოდენობას. ასე რო,მ ეს ტოლია, კვლავ გვაქვს მთლიანი რიცხვის ნაწილი ექვსი, ხოლო ახლა წილადის ნაწილი არის 1/4. მაშ ასე, მივიღეთ 6 1/4.