ძირითადი მასალა
არითმეტიკა
კურსი: არითმეტიკა > თემა 4
გაკვეთილი 7: ერთნაირი მნიშვნელების მქონე წილადების შეკრება და გამოკლება- ერთმნიშვნელიანი წილადების მიმატება
- შეკრიბე წილადები მსგავსი მნიშვნელებით
- ტოლი მნიშვნელების მქონე წილადების გამოკლება
- გამოაკელით წილადები მსგავსი მნიშვნელებით
- მსგავს მნიშვნელიანი შერეული რიცხვების შეკრება
- ერთნაირი მნიშვნელის მქონე შერეული რიცხვების გამოკლება
- შეკრიბეთ და გამოაკელით შერეული რიცხვები (დაჯგუფების გარეშე)
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
მსგავს მნიშვნელიანი შერეული რიცხვების შეკრება
დაფიქრდით შერეულ რიცხვზე, როგორც რიცხვზე და წილადზე. შეგიძლიათ, შეკრიბოთ რიცხვები...შეგიძლიათ, შეკრიბოთ ტოლმნიშვნელიანი წილადები. მაშასადამე, შეგიძლიათ, შეკრიბოთ შერეული რიცხვები! უყურეთ. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მოდი, შევკრიბოთ ორი შერეული რიცხვი 2 მთელს და 5/13-ს
დამატებული 7 მთელი და 6/13 ჩემი გზა ამის გაკეთების ასეთია, შერეულ რიცხვებს ვყოფ მთელი რიცხვის
ნაწილად და წილადის ნაწილად, ანუ, 2 მთელი და 5/13
შემიძლია, გადავწერო, როგორც 2-ს დამატებული 5/13. შემდეგ მივუწერთ მაგალითის მიმატებას, შემდეგ კი გადავწერთ 7 მთელს და 6/13,
როგორც 7-ს დამატებული 6/13. მე უბრალოდ გადავწერე
მაგალითი და გავშალე იგი, დავყავი შერეული რიცხვები
მთელ და წილად ნაწილებად. შემდეგ კი ასე ვიქცევი - ვკრებ
მთელ ნაწილებს, ანუ, ორს და შვიდს, და შემდეგ მათ ჯამს დავუმატებ წილადებს. ანუ, დავამატებ 5/13-სა და 6/13-ს. ჯერ შევკრიბოთ მთელი ნაწილები.
ორს დამატებული შვიდი არის ცხრა. წილადებს უკვე აქვთ საერთო
მნიშვნელი, ამიტომ, პირდაპირ შევკრებ. 5/13-ს დამატებული 6/13. მიიღებ 11/13-ს, რადგან
ხუთს დამატებული ექვსი არის 11. საბოლოოდ მიიღებ 9-ს დამატებული 11/13, ეს კი იგივეა, რაც 9 მთელი და 11/13. და მოვრჩით!