ძირითადი მასალა
არითმეტიკა
კურსი: არითმეტიკა > თემა 4
გაკვეთილი 10: განსხვავებული მნიშვნელის მქონე შერეული რიცხვების შეკრება და გამოკლება- შერეული რიცხვების შეკრება: 19 3/18 + 18 2/3
- შერეული რიცხვების გამოკლება: 7 6/9 - 3 2/5
- სხვადასხვამნიშვნელიანი შერეული რიცხვების შეკრება და გამოკლება (დაჯგუფების გარეშე)
- შერეული რიცხვების შეკრება დაჯგუფებით
- შერეული რიცხვების გამოკლება გადაჯგუფებით (განსხვავებული მნიშვნელებით)
- სხვადასხვამნიშვნელიანი შერეული რიცხვების შეკრება და გამოკლება (დაჯგუფებით)
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
შერეული რიცხვების შეკრება: 19 3/18 + 18 2/3
სალი კრებს 19 3/18 + 18 2/3 თითოეული შერეული რიცხვის საერთო მნიშვნელით ჩაწერის საშუალებით. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
შევკრიბოთ,
19 მთელი 3/18 და 18 მთელი 2/3. მინდა, მთელი ნაწილი
გამოვყო წილადი ნაწილებისგან. 19 მთელი 3/8
იგივეა, რაც 19-ს დამატებული 3/18. და ამას ჩვენ
დავუმატებთ 18 მთელ 2/3-ს, რაც
არის იგივე 18-ს დამატებული 2/3. ახლა, შეგვიძლია, ცალკე
შევკრიბოთ მთელი ნაწილები. შეგვიძლია, შევკრიბოთ 19 და 18. შეგვიძლია, 19-ს დავუმატოთ 18. შემდეგ, შეგვიძლია,
შევკრიბოთ წილადი ნაწილები, დავუმატოთ 3/18 და 2/3. 19/18, საკმაოდ ადვილია. რას უდრის ეს? მოდით, ვნახოთ. 19-ს დამატებული 19 იქნება 38. ეს იქნება ერთით ნაკლები ამაზე. ეს იქნება 37. ეს მაძლევს 37-ს. და შემდეგ, 3/18-ს
დამატებული 2/3, მათ შესაკრებად საჭიროა, რომ
ჰქონდეთ ერთნაირი მნიშვნელი. 18-ისა და სამის
უმცირესი საერთო ჯერადი არის 18. მოდით, გადავაქციოთ
2/3 რაიმე მეთვრამეტედად. 2/3, თუ გვინდა ჩავწეროთ
რაიმე მეთვრამეტედის სახით, -- რადგან
მნიშვნელი გავამრავლე 6-ზე, მრიცხველიც
უნდა გავამრავლო 6-ზე. -- ეს იქნება იგივე, რაც 12/18. მოკლედ, 2/3 შემიძლია,
დავწერო 12/18-ის სახით. ახლა შემიძლია,
შევკრიბო ეს ორი სიდიდე. ეს უდრის
-- მაქვს 37-ს დამატებული -- ეს იქნება, რაღაც
შეფარდებული თვრამეტთან. 3-ს დამატებული
12 არის 15, დამატებული 15/18. და ეს შერეული
რიცხვის სახით რომ გამოვსახოთ, მივიღებ, 37 მთელ 15/18-ს. ეს რიცხვი არის სწორი პასუხი. შეგვიძლია,
მისი მეტად გამარტივება. შეგვიძლია,
გავამარტივოთ 15/18. ორივე, მრიცხველიც
და მნიშვნელიც, იყოფა 3-ზე. გავყოთ ორივე 3-ზე. ჩვენ არ
ვცვლით მნიშვნელობას, რადგან ერთსა და
იმავე მოქმედებას ვასრულებთ მრიცხველთანაც
და მნიშვნელთანაც. ჩვენ ისევ გვაქვს 37,
მაგრამ, ახლა, მრიცხველი არის 5 მნიშვნელი არის 6. გამოდის,
რომ მივიღეთ, 37 მთელი 5/6. და დავასრულეთ.