ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:04

ვიდეოს აღწერა

პედრო უკრავს პიანინოზე 3/4 საათის განმავლობაში ყოველ დღე. დღეს 1/4 საათი უკრავდა. საათის რა ნაწილი სჭირდება მას სამეცადინოდ? მოდი, ვიზუალურად გამოვსახოთ 3/4. მან უნდა იმეცადინოს საათის 3/4-ის განმავლობაში. თუ ეს წარმოადგენს მთელს საათს გავყოთ ის ოთხად. ახლა გავყოფ მას ნახევარზე. ახლა გავყოთ ოთხ ტოლ ნაწილად. ახლა გვაქვს მეოთხედები. მან 3/4 საათი უნდა იმეცადინოს. ეს ისრის დახატვის ჩემი მცდელობაა. მოდი გავაფერადებ. მან 3/4 საათი უნდა იმეცადინოს. ამას მივყავართ 3/4-მდე. აი აქ. მან უნდა იმეცადინოს ოთხიდან სამი მეოთხედის განმავლობაში. ანუ, ეს არის 3/4. ამბობენ, რომ მან 1/4 საათი უკვე იმეცადინა. მან 1/4 საათი უკვე იმეცადინა. და კიდევ რამდენი უნდა იმეცადინოს? მან, აი, ამდენით მეტი უნდა იმეცადინოს. ვიზუალურად, ალბათ, უკვე ხედავ პასუხს. მოდი, მოვიფიქროთ როგორ წარმოვადგინოთ ის როგორც წილადი. მოდი ასე დავწერ. ანუ, ამდენი უნდა იმეცადინოს. რამდენი უნდა იმეცადინოს? მან სულ უნდა იმეცადინოს 3/4. მან უკვე იმეცადინა 1/4 საათი. თუ 3/4-ს გამოაკლებ 1/4-ს, მიიღებ ამ სიდიდეს. მიიღებთ იმ დროს, რომლის განმავლობაშიც უნდა გააგრძელოს ვარჯიში. ამას უკვე მსგავსი მნიშვნელი აქვს. ანუ ეს იქნება სამს მინუს ერთი მეოთხედი. რაც არის 2/4. და ამას, აი, აქ ხედავ. მას კიდევ სჭირდება იმეცადინოს 1 და 2 მეოთხედი საათი. 2/4, როგორც ვიცით, იგივეა, რაც 1/2. დამტკიცების ორი გზა არის. მაგალითად, შეგიძლია თქვა ეს არის მთელის ნახევარი. ცოტა მორჩა ამ ბოლოში და ცოტაც - მეორეში. ან, შეგიძლია შექმნა 4 ტოლი ბლოკი. და გააფერადო 2. როგორც ხედავ გააფერადე ბლოკების 1/2. რაც ზუსტად იგივე რაოდენობაა, რაც ეს რომ 2ტოლ ნაწილად გამეყო და 1 მათგანი გამეფერადებინა. 2/4 იგივეა რაც 1/2. თუ გინდა იგივე მათემატიურად გამოსახო, უნდა გააკეთო იგივე რამ მრიცხველსა და მნიშვნელზე. მოდი გავყოთ მრიცხველი და მნიშვნელი. გვყოთ 2-ზე, რადგან ორივე იყოფა 2-ზე. ეს მათი უდიდესი საერთო გამყოფია. 2 გავყოთ 2-ზე არის 1. 4 გავყოთ 2-ზე არის 2. ანუ საათის რა ნაწილი უნდა იმეცადინოს? მან უნდა იმეცადინოს 1/2 საათი.