If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოცანები წილადების გამოკლებაზე: პომიდვრები

სალი ხსნის ამოცანებს სხვადასხვა მნიშვნელის მქონე წილადების გამოკლბით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

სილვია ზრდის პამიდვრის მცენარეს და სწავლობს მათ სიმაღლეს. აქ არის მისი მონაცემები ამგვარად, ბივშტექსისი სახის პამიდორს ჰქონდა 3 1/4 ფუტი სიმაღლე. რომას ჯიშისას - 2 7/8. ალუბალს - 3 1/2. და გვეკითხებიან, რა განსხვავებაა ბივშტექსის სიმაღლესა და - აი. აქ რომელიც არის - და რომას ჯიშის პამიდვრის მცენარეს შორის? ასე რომ, უნდათ, ამ ორ სიმაღლეს შორის მანძილი ვიპივოთ. ალუბლის პამიდვრის სიმაღლე ნამდვილად არ არის აუცილებელი ამ ამოცანაში. ამგვარად, გვინდა, ვიპოვოთ განსხვავება ამ ორ სიმაღლეს შორის. ამგვარად ამათგან დიდს უნდა გამოვაკლოთ პატარა. ასე რომ, უნდა შევაფასოთ, რა იქნება 3 1/4-ს მინუს 2 7/8. პირველი, რისი გაკეთებაც მიყვარს, არის, რომ ორივე მათგანი გარდავქმნათ შერეულ რიცხვად. უკაცრავად. ისინი უკვე შერეული რიცხვებია. გარდავქმნათ ორივე არაწესიერ წილადად. 3 1/4 იგივეა, რაც 3-ს პლუს 1/4, რომელიც იგივეა, რაც 12/4-ს პლუს 1/4. ეს იგივეა, რაც 3 1/4. და აქედან ჩვენ უნდა გამოვაკლოთ 2 7/8. 2 7/8 იგივეა, რაც ორს პლუს 7/8. ორი იგივეა, რაც 16/8-ს პლუს 7/8 ანუ, ეს არსებითად ის არის, რის გარკვევევასაც ვცდილობთ. მაშ ასე, რა არის 12/4-ს პლუს 1/4? ეს არის 13/4, 13 შეფარდებული ოთხთან. შემდეგ, რა არის 16/8-ს პლუს 7/8? ეს არის 23/8. ასე რომ, ეს იქნება მინუს 23 შეფარდებული რვასთან. ახლა ჩვენ ერთ წილადს ვაკლებთ მეორეს. მაგრამ გვაქვს განსხვავებული მნიშვნელები. ანუ. ამას ვერ გავიგებთ, მანამ ერთნაირი მნიშვნელები არ გვექნება. რა არის ამ ორი მნიშვნელის, ოთხისა და რვის უმცირესი საერთო ჯერადი? რა არის ყველაზე პატარა რიცხვი, რომელზეც გაიყოფა ორივე, ოთხი და რვა? რვა იყოფა რვაზე. და რვა ასევე იყოფა ოთხზე. ასე რომ, შეგვიძლია, გადმოვწეროთ 13/4 ისე, რომ მნიშვნელში გვქონდეს რვა. და მაშინ ყველაფერი მზად გვექნება. ასე რომ, მოდით, ვცადოთ ამის გაკეთება. ამგვარად, ვაპირებთ, რომ ორივეში რვა დავწეროთ, როგორც მნიშვნელი. ამას უკვე აქვს ამგვარად, 13/4, ვაპირებ, რომ რვა დავწერო მნიშვნელში. რომ მივიდეთ ოთხიდან რვამდე, მნიშვნელი უნდა გავამრავლოთ ორზე. იმისთვის, რომ არ შევცვალოთ წილადის მნიშვნელობა, მრიცხველი უნდა გავამრავლოთ ზუსტად იგივე მნიშვნელობაზე. ასე რომ. უნდა გავამრავლოთ ის ორზე. ეს გახდება 26/8. და 26/8-დან უნდა გამოვაკლოთ 23/8. ანუ, ეს იქნება შეფარდებული რვასთან --- 26-ს მინუს 23, რომელიც უდრის სამს. ასე რომ, ეს იქნება 3/8. მაშ ასე, განსხვავება ბივშტექსის და რომას პამიდვრების სიმაღლეს შორის არის 3/8. ყველაფერი, რაც ამჯერად გავაკეთეთ იყო ფუტებში, ანუ, ეს არის 3/8 ფუტი.