ძირითადი მასალა
არითმეტიკა
კურსი: არითმეტიკა > თემა 4
გაკვეთილი 11: ამოცანები წილადების მიმატებასა და გამოკლებაზე- ამოცანა წილადებზე: ფორტეპიანო
- ამოცანა წილადებზე: ხვლიკი
- ამოცანები წილადების შეკრებასა და გამოკლებაზე (ტოლი მნიშვნელები)
- ამოცანები წილადების შეკრებაზე: საღებავი
- ამოცანები წილადების გამოკლებაზე: პომიდვრები
- წილადების მიმატებისა და გამოკლების ამოცანები
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ამოცანა წილადებზე: ხვლიკი
სალი ხსნის წილადების ამოცანას ხვლიკის სიგრძეზე. წილადებს აქვთ ტოლი მნიშვნელები. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ჯეიმსმა და კარლიმ ეზოში ხვლიკი დაიჭირეს . მისი ტანი არის 17/8 ინჩი, ხოლო კუდი არის 10/8 ინჩი. რა სიგრძისაა ხვლიკი ჯამურად? კარგია, რომ გვყავს ხვლიკი, რომელიც დამჯერად დგას სახაზავის გვერდით, თუ რაც არის, იმის გვერდით. მასზე აღნიშნულია ინჩები. ამას გარდა, მასზე აღნიშნულია მერვედები. დაუკვირდი... ეს არის ინჩი,
და გვაქვს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 ნაწილი ერთი ინჩისა. ვნახოთ რამხელაა 17/8 ინჩი. ეს იქნება 1, 2, 3, 4, 5,
6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17. აი აქ არის 17/8, რომელიც ასევე ტოლია 2 მთელი 1/8-ს. 17 გავყოთ 8-ზე არის 2,
ნაშთია 1. მაგრამ ჯერ ამაზე არ ვისაუბრებთ. როგორც ვხედავთ, ხვლიკის ტანი
არის 17/8 ინჩი. უბრალოდ გადავთვალე 17
ამ მერვედებიდან... 17/8. გვეუბნებიან, რომ კუდი
არის 10/8 ინჩი. ეს არის დამატებით 1, 2, 3,
4, 5, 6, 7, 8, 9, 10. ანუ, ამ წერტილამდე
გადავთვალე 10/8 ინჩი. ესაა დამატებით 10/8 ინჩი და ასე მივედით ხვლიკის კუდის ბოლომდე. გვეკითხებიან, რამ სიგრძეა
ხვლიკის ტანი და კუდი ერთად? ეს იქნება ტანის სიგრძეს პლუს კუდის სიგრძე. ანუ, გვაქვს 17/8 პლუს 10/8. ანუ, მივიღეთ 17-ს პლუს 10 მერვედი, რაც ტოლია 27 ... 27/8-ისა. ეს დანაყოფი 27/8-ს აღნიშნავს. თუკი ამას შერეული წილადით ჩავწერთ, მივიღებთ ...
8 ეტევა 27-ში სამჯერ და გრჩება 3. ანუ ეს ტოლია 3 მთელი 3/8-ს. და ამას ამ სახაზავზეც ხედავ. ეს ტოლია 1, 2, 3 - სამი მთელის და კიდევ 1, 2, 3 - 3 მერვედის. ეს ორი ექვივალენტურია.