If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

უარყოფითის გამოკლება = დადებითის დამატება

გაიგეთ, რატომ არის უარყოფითი რიცხვის გამოკლება იგივე, რაც ამ რიცხვის მოდულის შეკრება. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ეს სტივია, ეს კი სტივის ბიძაა. სტივს პრობლემები აქვს. მას აქვს მაიკლის ვალი, მაგრამ ფული არ აქვს. მაიკლის ვალი სამი ლარია, ანუ სტივის პირადი კაპიტალი მინუსებშა, სტივის კაპიტალი მინუს სამი ლარია. სტივის ბიძა ზრუნავს სტივზე და ღელავს რომ სტივის კაპიტალი მინუსებშია. სტივის ბიძას დახმარება უნდა. მას უნდა სტივის კაპიტალი ნულამდე მაინც აიყვანოს. მას უნდა, რომ ეს მინუს სამი გააქროს. რა მოხდება, მინუს სამს თუ მოვაშორებთ? ნულთნ დავბრუნდებით. თუ რაღც გვაქვს და ამ რაღაცას ვაქრობთ, ვიღებთ ნულს. თუ ვალი გაქვთ და გაისტუმრებთ, ნულთნ დაბრუნდებით. ვნახოთ, თუ როგორ მოაშორებს სტივს ბიძა ვალს. თუ სტივის პირადი კაპიტალი მინუს სამია, უმარტივესი გზაა, რომ ბიძამისმა მისცეს მას სამი დოლარი, რათა სტივის კაპიტალი ნულს დაუბრუნდეს. იმედია, უკვე ცხადია, რომ ეს ორი რამ ერთმანეთის ექვივალენტურია.