If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:38

ვიდეოს აღწერა

ბეატრისი წვეულებისთვის რამდენიმე პიცას უკვეთავს. თითოეულს 12 ნაჭერი აქვს. ბეატრისს სურს, ჰქონდეს იმ რაოდენობის პიცა, რომ თითოეულ ადამიანს შეხვდეს 4 ნაჭერი, წვეულებაზე 16 ადამიანი იქნება. ამ ამოცანაში საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა. თუ ბეატრისი იყიდის 7 პიცას, რამდენი ზედმეტი ნაჭერი დარჩება მას შემდეგ, რაც თითოეული ადამიანი შეჭამს 4 ნაჭერს? ეს რომ გავიგოთ, მოდით დავფიქრდეთ, სულ რამდენი ნაჭერი ექნება? და შემდეგ მოვიფიქროთ, სულ რამდენ ნაჭერს შეჭამს 16 ადამიანი ბოლოს, გავარკვევთ, რამდენი ზედმეტი ნაჭერი დარჩება. ანუ, ჯერ ვთქვათ, სულ რამდენი ნაჭერი ექნება. მე გირჩევთ, რომ შეაჩეროთ ვიდეო და სცადოთ, თავად ამოხსნათ. მან შეუკვეთა 7 პიცა, სულ რამდენი ნაჭერი იქნება? შენ გაქვს 7 პიცა, 7 - ესაა პიცების რაოდენობა და თუ თითოეული პიცა 12-ნაჭრიანია, გაამრავლებ 12-ზე, რომ მიიღო ნაჭრების სრული რაოდენობა. ესაა თითოეული პიცის ნაჭრების რაოდენობა. 7-ჯერ 12 ტოლია 84 ნაჭრის - ყველა ნაჭრის. ესაა ნაჭრების სრული რაოდენობა, ახლა მოდით, ვთქვათ რამდენ ნაჭერს შეჭამს 16 ადამიანი. სულ გვყავს 16 ადამიანი - 16, ესაა ადამიანების რაოდენობა. ეს პარარა სიმბოლო აღნიშნავს რაოდენობას. 16 ადამიანი და თითო ჭამს 4 ნაჭერს. 16 ადამიანი გამრავლებული 4 ნაჭერი კაცზე 16-ჯერ 4 64-ია, ანუ, 16 კაცი შეჭამს 64 ნაჭერს. რამდენი ზედმეტი ნაჩერი დარჩა? თუ გვქონდა 84 ნაჭერი და 64 შეიჭამა, 84-ს გამოკლებული 64 ტოლია 20-ის. ანუ, დაგვრჩა 20 ნაჭერი 20 ნაჭერი, რომელიც დარჩება მას შემდეგ, რაც ყველა შეჭამს თავის წილს.