მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:07

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში, 36 უნდა გავამრავლოთ 27-ზე. ერთი ორნიშნა რიცხვი უნდა გავამრავლოთ მეორე ორნიშნა რიცხვზე. როგორ უნდა გამოვიანგარიშოთ ეს? ვიწყებთ 36-ის შვიდზე გამრავლებით. გავარკვიოთ რამდენია ეს, შემდეგ გავიგოთ რამდენია 36 გამრავლებული 20-ზე შემდეგ ეს ორი რიცხვი შევკრიბოთ. თავიდან მინდა გაჩვენოთ, როგორ ვამრავლებთ ამ ორ რიცხვს შემდეგ კი თავიდან ვიანგარიშებ, რათა უკეთ გავიაზროთ, თუ რას გამოსახავენ განსხვავებული რიცხვები. დავიწყოთ პროცესის ჩვენებით. მოდით 36 შვიდზე, ან შვიდი 36-ზე გავამრავლოთ დავიწყოთ ერთეულებით, შვიდჯერ ექვსი არის 42 აქ დავწეროთ ორი აქ კი - ოთხი. იგი ორმოცს გამოსახავს და ათეულების ადგილზე უნდა იყოს შვიდჯერ სამი არის 21, ამას დამატებული ოთხი არის 25 შემიძლია 25 აქ დავწერო ორს დავწერ ასეულებითან მოდით გავაგრძელოთ. ვიპოვეთ 36-ჯერ შვიდი ეს არის 252. ახლა გვჭირდება 36-ჯერ 20. აქ დავწეროთ ნული რადგან 36 უნდა გავამრავლოთ ათეულებში მყოფ ციფრზე ეს არ არის უბრალოდ ორი, ეს 20-ია. მოდით ახლა ციფრები გამოვიყენოთ, ეს კი შემდეგ განვიხილოთ. ორჯერ ექვსი არის 12, აქ დავწეროთ ორი, ერთი დავიმახსოვროთ ორჯერ სამი უდრის ექვსს, ამას დამატებული ერთი უდრის შვიდს ვიანგარიშეთ, რომ 36-ჯერ 20 უდრის 720-ს. მოდით დავფიქრდეთ, რა მოხდებოდა აქ რომ ნული არ დაგვეწერა? გამოვიდოდა, რომ 36-ჯერ ორი უდრის 72 მაგრამ ეს ორიანი უბრალოდ ორიანი არ არის, ის 20-ია ამიტომაც გამოდის, რომ 36-ჯერ 20 უდრის 720. ახლა შევკრიბოთ ეს ორი რიცხვი, რადგან 36-ჯერ 27 იგივეა, რაც 36-ჯერ 20-ს დამატებული 36-ჯერ შვიდი. შევკრიბოთ ეს ორი რიცხვი. ორს პლუს ნული უდრის ორს, ხუთს პლუს ორი უდრის შვიდს, ორს პლუს შვიდი უდრის ცხრას მივიღეთ 972. ახლა იმავე მაგალითის თავიდან ამოხსნას ვაპირებ მაგრამ ამჯერად ვილაპარაკებ იმაზე თუ რას გამოსახავენ ეს ციფრები. თქვენ ნახეთ გამრავლების პროცესი ახლა დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას გამოსახავენ ეს ციფრები სინამდვილეში. გავამრავლოთ 36 შვიდზე. შვიდჯერ ექვსი უდრის 42-ს, ორი დავწეროთ ერთეულებთან შეგვიძლია 40 ათეულებთან დავწეროთ, ოთხი გამოსახავს 40-ს შვიდჯერ 30 უდრის 210-ს,ამას დამატებული 40 უდრის 250-ს, ერთეულებში უკვე გვიწერია ორი. 36-ჯერ შვიდი უდრის 252-ს. ახლა ოცი გავამრავლოთ ექვსზე. მივიღებთ 120-ს, 20 დავწეროთ ათეულებში დავიმახსოვროთ 100, ანუ ერთი, რომელიც 100-ს გამოსახავს 20-ჯერ 30 იქნება 600, ამას დამატებული 100 იქნება 700 გამოვიანგარიშეთ, რომ 36-ჯერ 20 უდრის 720-ს შვიდი იქნება ასეულებთან, ხოლო ორი ათეულებთან ახლა შეგვიძლია შევკრიბოთ და მივიღებთ 972-ს.