If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სამნიშნა რიცხვების ერთნიშნაზე გამრავლება (დაჯგუფება)

ისწავლეთ სამნიშნა რიცხვების ერთნიშნაზე გამრავლება დაჯგუფების გამოყენებით.  ამ ვიდეოში ჩვენ გავამრავლებთ 7x253. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

შვიდი გავამრავლოთ 253-ზე და ვნახოთ, რას მივიღებთ. როგორც წინა მაგალითში, აქაც ჯერ უდიდეს რიცხვს ჩავწერ და შემდეგ ქვემოთ მივუწერ პატარა რიცხვს. რადგან მხოლოდ შვიდია, ერთეულების ადგილზე დავწერ. 253-ის ერთეულების ადგილის ქვეშ დავწერ შვიდს და შუაში გამრავლების ნიშანს დავუწერ. ეს ჩანაწერი იკითხება, როგორც 253-ჯერ შვიდი, ეს იგივეა, რაც შვიდჯერ 253. შეგვიძლია გამოვთვალოთ. ბევრი გზა არსებობს, მაგრამ სტანდარტულ გზას გამოვიყენებთ. ვიწყებთ შვიდის გამრავლებით თითოეულ ამ ციფრზე. პირველ რიგში, ვიწყებთ შვიდჯერ სამით, რაც 21-ია. მოდით, დავწერო. შვიდჯერ სამი 21-ია. შეგიძლიათ, ზეპირად გამოთვალოთ, უბრალოდ მინდა, ჩანდეს, საიდან მომაქვს ეს რიცხვები. აქ ამ 21-დან ერთიანს დავწერ, მაგრამ ორს გადავიტან ათეულების ადგილზე. ახლა გავიგოთ, რას უდრის შვიდჯერ ხუთი. გამრავლების ტაბულადან ვიცით, რომ შვიდჯერ ხუთი 35-ია. ასე პირდაპირ ვერ დავწერთ აქ 35-ს, 21-დან 'დამახსოვრებული' ორიანიც გვაქვს. ვითვლით 7-ჯერ 5-ს, ესარის 35, რომელსაც ვუმატებთ ამ ორს, შესაბამისად, ვიღებთ 37-ს. შვიდს ვწერთ ათეულების ადგილზე და სამს ვიმახსოვრებთ .ახლა გავიგოთ, რას უდრის შვიდჯერ ორი. .ვიცით, რომ შვიდჯერ ორი 14-ია. ამ 14-ს უნდა დავუმატოთ დამახსოვრებული სამი. 14-ს პლუს სამი 17-ია. ესეც ასე, პასუხი მივიღეთ. .ახლა შეგვიძლია, ეს 17 დავწეროთ აქ, რადგან ორი ბოლო ციფრია, რომელზეც ვამრავლებთ შვიდს. პასუხიც გვაქვს: გვაქვს პასუხი, 7 ჯერ 253 არის 1771.