ძირითადი მასალა
არითმეტიკა
კურსი: არითმეტიკა > თემა 2
გაკვეთილი 4: მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება- ორნიშნა რიცხვის ერთნიშნაზე გამრავლება
- სამნიშნა რიცხვის ერთნიშნაზე გამრავლება
- სამნიშნა რიცხვების ერთნიშნაზე გამრავლება (დაჯგუფება)
- ოთხნიშნა რიცხვების ერთნიშნაზე გამრავლება (დაჯგუფება)
- ორნიშნა რიცხვების გამრავლება
- მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ორნიშნა რიცხვის ერთნიშნაზე გამრავლება
ისწავლეთ ორნიშნა რიცხვის ერთნიშნაზე გამრავლება დაჯგუფების გარეშე. ამ ვიდეოში ჩვენ გავამრავლებთ 32x3. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
გამოვთვალოთ, რამდენია 3–ჯერ 32. ამის ამოხსნის ერთ–ერთი გზაა მაგალითის ისე გადაწერა, რომ
უფრო დიდი რიცხვი ზემოთ მოექცეს. ამ შემთხვევაში – 32. პატარა რიცხვს კი ზუსტად
დიდის ქვემოთ დავწერ. რადგანაც პატარა რიცხვი მხოლოდ ერთნიშნაა,
მხოლოდ ერთი ნიშნისგან შედგება, მას დიდი რიცხვის ერთეულების
ადგილის ქვემოთ ჩავწერ. ანუ, 3–ს ჩავწერ აქ რა თქმა უნდა,
არ უნდა დაგვავიწყდეს გამრავლების ნიშანიც ეს ორი მაგალითი
ერთსა და იმავსე გამოხატავს. თქვენ. შეიძლება, წაიკითოთ ეს, როგორც
32–ჯერ 3, მაგრამ 32–ჯერ 3 იგივეა, რაც 3–ჯერ 32. არ აქვს მნიშნვნელობა,
რა თანმიმდევრობით ვამრავლებთ. ახლა კი ვცადოთ ამის გამოთვლა. კიდევ ერთხელ: ეს ამოხსნის
ერთ–ერთი გზაა; სხვა გზებიც არსებობს; მინდა, დაფიქრდეთ,
რატომ მუშაობს ეს ხერხი. შეგვიძლია, დავიწყოთ. დავიწყოთ ამ სამიანით და გავამრავლოთ ის
32–ის ყველა ციფრზე. დავიწყოთ: 3–ჯერ 2, გამრავლების ტაბულის
მიხედვით – პრინციპში, მისი ცოდნის გარეშეც შეგიძლიათ
ამის გამოთვლა - არის 6. ანუ, 3–ჯერ 2 არის 6.
6–ს აი, აქ ჩავწერ. ახლა გამოვთვალოთ, რამდენია 3–ჯერ 3. ვიცით, რომ ეს უდრის 9–ს. რადგანაც ამჯერად ათეულების ადგილას მდგომ
რიცხვზე გავამრავლეთ, ჩავწეროთ 9 ათეულების ადგილას. დავასრულეთ!
გამოვთვალეთ, რომ 3–ჯერ 3 არის 9. მე ძალიან მინდა, რომ დაფიქრდეთ,
რატომ გაამართლა ამ მეთოდმა. ამისთვის კი მინიშნებას მოგცემთ: 3–ჯერ 32 არის იგივე, რაც 3–ჯერ 30
პლუს 3–ჯერ 2. ასე თუ შევხედავთ ამ ამოცანას,
ეს ზუსტად ისაა, რაც აქ გავაკეთე. 3–ჯერ 2 არის 6;
3–ჯერ 30 არის 90. უმატებთ ამ რიცხვებს ერთმანეთს:
90-ს + 6 არის 96.