If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა არის ქვეშმიწერით უნაშთო გაყოფა

უყურეთ შესავალს ქვეშმიწერით გაყოფაში ამოცანით 96÷4.   შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში წარმოგიდგენთ გაყოფის ახალ ხერხს. რომელიც ეფექტურია დიდი რიცხვებისთვის. შემდეგ კი დავფიქრდეთ მის მოქმედებაზე. მოდით გამოვთვალოთ რამდენია 96 გაყოფილი ოთხზე. ცოტა სხვანაირად დავწერ ამას. ამას დავწერ ასე. 96... შემდეგ გავაკეთებ ასეთ სიმბოლოს. აი, ასეთ სიმბოლოს დავხაზავ, ასე ვთქვათ. ან დავწერ. და, ბოლოს, მარცხნივ მივწერ ოთხს. ანუ, ეს ფაქტობრივად იგივეა, რაც 96 გაყოფილი ოთხზე. მე განახებთ, თუ რატომ ვწერ ასეთი გზით. ეს არის ცოტა გამოსადეგი, უფრო ამ მაგალითების ამოსახსნელად. ჯერ გავარკვიოთ რამდენჯერ მოთავსდება ოთხი ცხრაში. რამდენჯერ მოთავსდება ოთხი ცხრაში. ვიცით, რომ ოთხი, უფრო სწორედ, ვიცით რომ ოთხჯერ ორი ტოლი არის რვის. ესე იგი, ოთხჯერ სამი უკვე ზედმეტი იქნება, ხო? იმიტომ რომ 12-ს მივიღებთ. გამოდის, რომ სამი ზედმეტი არის. ამიტომ სამჯერ არ მოთავსდება, მაგრამ მოთავსდება ორჯერ. ანუ, მაქსიმალური რაოდენობა რამდენჯერაც მოთავსდება ოთხი ცხრაში არის ორის ტოლი. ჩვენ გვინდა, რომ ცხრასთან ყველაზე ახლოს მყოფი დიდი რიცხვი მივიღოთ, ხო? ამიტომ ვთქვათ, რომ რიცხვი რომელშიც ის მოთავსდება. უფრო სწორედ, რამდენჯერაც მოთავსდება არის ორის ტოლი. რამდენი არის ორჯერ ოთხი? ეს არის რვა. ამიტომ ცხრას ვაკლებთ რვას. ოთხჯერ ორი არის რვის ტოლი. ოთხჯერ ორი რვის ტოლი თუ არის, ესე იგი, რვას ვწერთ და ცხრას ვაკლებთ რვას. მივიღებთ ერთს. მივიღებთ ერთს. და შემდეგ ჩამოვიტანოთ მომდევნო ციფრი ქვემოთ. ანუ, ექვსი. ახლა დავსვათ კითხვა. რამდენჯერ მოთავსდება ოთხი 16-ში? ვიცით, რომ ოთხი 16-ში მოთავსდება ზუსტად ოთხჯერ. ოთხჯერ ოთხი 16-ის ტოლია. ამიტომ, ჩვეულებრივად, 16-ს გამოვაკლებთ ოთხჯერ ოთხს. 16-ს მინუს ოთხჯერ ოთხი არის 16-ს მინუს 16. და ეს არის ნული. აღარაფერი აღარ გვრჩება. ესე იგი, მივიღეთ პასუხი, რომ ეს არის 24. ეს ყველაფერი, თითქოს, რაღაც ჯადოსნურად გამოიყურება. მაგრამ, დავფიქრდეთ, მოდით, თუ რატომ იმოქმედა ამ ხერხმა. მივიღეთ 96 გაყოფილი ოთხზე უდრის 24-ს. ტოლი არის 24-ის. მოდით, განსხვავებული ფერით დავწერ ამას. 24... ესე იგი, ეს უდრის 24-ს. გირჩევთ, შეაჩეროთ ეს ვიდეო და დაფიქრდეთ, თუ რატომ იმოქმედა ამ ხერხმა. ანუ, როგორ მივიღეთ ეს პასუხი. შეგვიძლია შევამოწმოთ. გავამრავლოთ ოთხი 24-ზე. და, მართლაც, მივიღებთ 96-ს. გირჩევთ ეს სცადოთ თქვენ თვითონ. მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის ადევნოთ თვალყური იმას, თუ სად წერია ციფრები. ამ ხერხის გამოყენებისას ციფრების ადგილი გვიჩვენებს, თუ რა ხდება საერთოდ. შევხედოთ ამ ცხრიანს, მაგალითად. აი, ეს ცხრიანი არის ათეულებთან. ესე იგი, ეს ნიშნავს, რომ ის სინამდვილეში 90-ს წარმოადგენს. ცხრა ათეულია. რამდენჯერ მოთავსდება ოთხი 90-ში, გვაინტერესებს. ოთხი 90-ში მოთავსდება რაზე, ანუ, რამდენჯერ. ათისჯერადებზე ვფიქრობთ აქ, ხო? მოთავსდება, ესე იგი, 20-ჯერ. 20-ჯერ ოთხი არის 80. ანუ, ვთქვით, რომ 20-ჯერ ოთხი არის 80. და კიდე დაგვრჩა 16. 96-ს გამოკლებული 80 მოგვცემდა 16-ს. და მოგვცა კიდეც. და 16 გავყავით შემდეგ ოთხზე. 16-ში ოთხი, ვიცით, მოთავსდება ოთხჯერ. ნახეთ, რომ ოთხი 96-ში შეგვიძლია მოვათავსოთ, ესე იგი, ოთხჯერ უკვე. შემდეგ ვთქვით, რომ ამას სრულ 96-თან არ მივყავართ. კიდევ გვჭირდება ოთხის ჩასმა. ასე ვთქვათ. და მივიღეთ 24. (სუბტიტრები შექმნილია ამინ ალაზოვის დახმარებით)