If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ქვეშმიწერით გაყოფა: 280÷5

ისწავლეთ 280÷5-ის გაყოფა ქვეშმიწერით.  პასუხს არ ექნება ნაშთი. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდი ცოტა უფრო საინტერესო გაყოფის ამოცანას შევეჭიდოთ. ავიღოთ 280 და გავყოთ ხუთზე გირჩევთ დააპაუზოთ ეს ვიდეო და სცადოთ იმ ტექნიკის გამოყენება, რომელიც წინა ვიდეოში ვნახეთ და ამოხსნათ რას უდრის 280 გაყოფილი ხუთზე. მოდით დავიწყოთ. ეს შეგვიძლია გადავწეროთ. უკვე ნანახი გვაქვს, თუ როგორ შეიძლება ამის დაწერა. 280 გავყოთ ხუთზე. პირველი, რაც შეგვიძლია ვიკითხოთ არის ის, თუ რამდენჯერ თავსდება ხუთი ორში. ხუთი ორში საერთოდ არ თავსდება. აქ დავწეროთ ნული. ნული გამრავლებული ხუთზე უდრის ნულს. შემდგომ გამოკლებაზე გადავდივართ. ორს მინუს ნული უდრის ორს. ახლა შეგვიძლია ჩამოვიტანოთ შემდეგი ციფრი. ამ შემთხვევაში ეს ციფრია რვა. ახლა ვნახოთ, რამდენჯერ თავსდება ხუთი 28-ში ისე, რომ 28-ზე მეტი არ გამოდიოდეს. ვიცით, რომ ხეთჯერ ხუთი არის 25, ხუთჯერ ექვსი კი - 30. ასე რომ, ხუთჯერ ექვსი მეტი იქნება 28-ზე. დავუბრუნდეთ ხუთჯერ ხუთს. გამოდის, რომ ხუთი 28-ში ხუთჯერ თავსდება. ხუთჯერ ხუთი არის 25. ახლა კი გამოვაკლოთ. 28-ს მინუს 25 არის სამი. ახლა, ჩამოვიტანოთ შემდეგი ციფრი. ამ შემთხვევაში, ეს ციფრია ნული. რამდენჯერ თავსდება ხუთი 30-ში ? ზუსტად ექვსჯერ. ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. ექვსჯერ ხუთი არის 30. გამოვაკლოთ. სხვა ციფრი აღარ გვრჩება. ასე გავარკვიეთ, რომ 280 გაყოფილი ხუთზე უდრის 56-ს. რატომ იმუშავა ამ მეთოდმა ? ამაზე ფიქრის პირველი გზაა, რომ ეს იყო 200 და ჩვენ ვფიქრობდით, უნდა ჩაგევწერა თუ არა რაიმეს ასეულების ადგილას? ამაზე ფიქრის ერთ-ერთი გზაა ვნახოთ, თუ რამდენი ხუთი ასეული თავსდება 200-ში? არცერთი. თუ ეს ცოტა გაბნევთ, ძალიან არ იდარდოთ. თუმცა მინდა კარგად დაუფიქრდეთ, სად რა ციფრი იწერება. მოდით 200-დან 280-ზე გადავიდეთ დაუკვირდეთ 28-ს ორი დგას ასეულების ადგილას რვა დგას ათეულების ადგილას ასე რომ, ეს ადგენს 280-ს. მოდით ვნახოთ რამდენ ათეულჯერ თავსდება ხუთი 280-ში? ის თავსდება ხუთ ათეულჯერ, ანუ 50-ჯერ. 50 გამრავლებული ხუთზე არის 250. როდესაც 280-ს ვაკლებთ 250-ს ვიღებთ 30-ს. ერთეულების ადგილას აღარაფერი რჩება. ამრიგად უბრალოდ უნდა გავიგოთ რამდენჯერ თავსდება ხუთი 30-ში. ვიმედოვნებ ეს გიქმნით წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ პროცესის მიღმა. ეს უბრალოდ ჯადოქრობა არაა ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ადგილსა და მნიშვნელობას. შემდეგი, რაც მინდა გაჩვენოთ არის ის, რომ აქ ნულის დაწერა არ არის აუცილებელი. 280-ის ხუთზე გაყოფის სხვა ხერხი იქნებოდა, რომ გვეთქვა რამდენჯერ თავსდება ხუთი ორში. ის აქ საერთოდ არ თავსდება. ამიტომ ვიფიქროთ ხუთის 28-ში მოთავსებაზე. ხუთი 28-ში თავსდება ხუთჯერ. ხუთჯერ ხუთი არის 25. ახლა გამოვაკლოთ. 28-ს მინუს 25 არის სამი. ჩამოვიტანოთ ნული. ხუთი 30-ში თავსდება ექვსჯერ. ექვსჯერ ხუთი არის 30. და ნაშთი აღარ გვრჩება. და კვლავ, რასაც ვამბობთ არის ის, რომ ხუთი 200-ში არ თავსდება ასეულჯერ. ეს რომ 500 ყოფილიყო, ვიტყოდით რომ ხუთი ხუთასში თავსდება ასჯერ. ამის ნაცვლად ვამბობთ, თუ რამდენჯერ თავსდება ხუთი 280-ში? 50-ჯერ 50 გამრავლებული ხუთზე არის 250. 280-ს გამოკლებული 250 არის 30. ხუთი 30-ში თავსდება ექვსჯერ. ვიმედოვნებ, რომ ეს გასაგებია.