ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:5:09

ვიდეოს აღწერა

გავყოთ 9815 65-ზე რამდენჯერ მოთავსდება 65 9815-ში მინდა დააპაუზო ვიდეო და თქვენით სცადოთ სიმარტივისთვის გამოსახულებას ასე გადავწერ ორნიშნა რიცხვებზე გაყოფას თავისი წესი აქვს ჯერ ვიფიქროთ რამდენჯერ მოთავსდება 65 ცხრაში ცხრაში არ მოთავსდება, ამიტომ ერთი ციფრით მარჯვნივ გადავდივართ რამდენჯერ მოთავსდება 98-ში? 65-ჯერ ერთი არის 65 65-ჯერ ორი კი უკვე არის 130 130 კი 98-ზე მეტია ამიტომ მხოლოდ ერთჯერ მოთავსდება ერთს ვამრავლებთ 65-ზე რაც 65-ს უდრის შემდეგ უნდა გამოვაკლოთ, მივიღეთ 33 ახლა შეგვიძლია შემდეგი ციფრის ჩამოწევა, ამ შემთხვევაში - ერთის ახლა უნდა ვნახოთ რამდენჯერ მოთავსდება 331-ში 65 შეგვიძლია დაახლოებით ვიმსჯელოთ 65 ვაქციოთ 70-ად, რადგან ახლოა ხოლო 331 ახლოს არის 300-თან ამიტომ, სიმარტივისთვის, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თუ რამდენჯერ მოთავსდება 300-ში 70 ვიცით, რომ 30-ში შვიდი ოთხჯერ მოთავსდება ოთხჯერ შვიდი არის 28 70-ჯერ ოთხი არის 280 რომ გამოვაკლოთ, მივიღებთ 20-ს ეს კი 70-ზე ნაკლებია ამიტომ სავარაუდოა, რომ ამ მაგალითის პასუხიც შეიძლება ოთხი იყოს ვცადოთ, მოთავსდება თუ არა 331-ში ოთხჯერ ოთხჯერ ხუთი არის 20 ოთხჯერ ექვსი არის 24, დავუმატოთ დამახსოვრებული ორი მივიღეთ 260 რომ გამოვაკლოთ, მივიღებთ 71-ს 71 65-ზე მეტია, ამიტომ 65 331-ში ოთხზე მეტჯერ მოთავსდება ოთხი ძალიან მცირე რიცხვია, შეიძლება ხუთ უნდა აგვეღო რაც გავაკეთეთ თითქოს სწორი იყო მაგრამ ასე არ აღმოჩნდა მოდი ვცადოთ ხუთი ხუთჯერ ხუთი არის 25 ხუთჯერ ექვსი არის 30, დავუმატოთ დამახსოვრებული ორი მივიღეთ 325 რომ გამოვაკლოთ მივიღებთ ექვსს ეს კი 65-ზე ბევრად ნაკლებია ხუთს მაგივრად ექვსი რომ ჩაგვესვა 331-ზე უფრო დიდ რიცხვს მივიღებდით ეს კი არასწორი იქნებოდა ჩამოვწიოთ შემდეგი ციფრი, ხუთი რამდენჯერ მოთავსდება 65 65-ში? მოთავსდება ზუსტად ერთჯერ რომ გამოვაკლოთ მივიღებთ ნულს და არავითარ ნაშთს ვხედავთ, რომ 65 9815-ში 151-ჯერ მოთავსდება