ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:05

ვიდეოს აღწერა

ვნახოთ, თუ შეგვიძლია გამოვთვალოთ, რას უდრის სამჯერ 60. ორ გზაზე შეგვიძლია ვიფიქროთ. შეგვიძლია, ეს პირდაპირ სამჯერ 60-ად, ანუ 60-ს პლუს 60-ს პლუს 60-ად წარმოვიდგინოთ, და ზეპირად გამოთვალოთ: 60-ს პლუს 60 120-ია, პლუს კიდევ ერთი 60 კი გამოვა 180. ესეც ასე! მეორე მხრივ, ეს შეიძლება წარმოვადგინოთ, როგორც სამჯერ 60, ოღონდ 60, როგორც .. არა უბრალოდ 60, არამედ ექვსჯერ ათი. სამჯერ ექვსჯერ ათი. სამი რიცხვის გამრავლებისას მნიშვნელობა არ აქვს თანმიმდევრობას. შეგვიძლია ჯერ სამი გავამრავლოთ ექვსზე, მივიღოთ 18 და შემდეგ გავამრავლოთ ათზე. 18-ჯერ ათი 180 იქნება, ანუ 18 და კიდევ ერთი ნული. ეს იქნება 180. მეტი პრაქტიკა რომ გექნებათ, მიხვდებით, როგორც ვიფიქრე: სამჯერ ექვს 18-ია, მაგრამ ეს ნულიც გვაქვს, ამიტომ აქ მივუწერ ერთ ნულს და 180-ს მივიღებთ. იგივე პასუხს, რაც აქ მივიღეთ. სხვა მაგალითიც გავაკეთოთ. ვთქვათ, 50-ის შვიდზე გამრავლება გვინდა. გირჩევთ, დააპაუზოთ ვიდეო და თქვენით დაფიქრდეთ. რამდენიმე განსხვავებული გზა გვაქვს ამის ამოსახსნელად. პირველი: 50 შვიდჯერ შევკრიბოთ. შვიდი 50-ის შეკრება წაიღებს უამრავ დროს: 50-ს პლუს 50 პლუს 50 პლუს 50-- ჯერ ოთხია-- პლუს 50 პლუს 50 ესეც ექვსი-- პლუს 50 ესეც შვიდი ცალი 50, 50-ს პლუს 50 100-ია, 150, 200, 250, 300, 350. ასე ამოხსნაც შეგიძლიათ, მაგრამ უფრო მარტივი გზებიც არსებობს. უბრალოდ დაფიქრდით, რომ 50 იგივეა, რაც ხუთჯერ ათი. ჩავწეროთ, როგორც ათჯერ ხუთჯერ შვიდი. თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, მოდით, ჯერ ხუთი გავამრავლოთ შვიდზე: ეს არის 35, რომელსაც შემდეგ ათზე ვამრავლებთ. ათჯერ 35 იქნება 350 - უბრალოდ ბოლოში ვუწერთ ნულს. იგივე ფერით მინდა ნულის დაწერა... ეს იქნება 350 შეიძლება მიხვდით, რომ შეგვეძლო ეს ხუთი გაგვემრავლებინა შვიდზე, მივიღებდით 35-ს და შემდეგ გაგვხსენებოდა, რომ ხუთი კი არა, 50 გვქონდა და ათზე გაგვემრავლებინა, ანუ ნული მიგვეწერა ბოლოში. მოკლედ, 50-ჯერ შვიდი 350-ია.