მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:36

ორნიშნა რიცხვების გამოკლება დაჯგუფების გარეშე 1

ვიდეოს აღწერა

მოდით, ვცადოთ ორნიშნა რიცხვების გამოკლება. მაშასადამე, აი აქ, გვაქვს 65–ს გამოკლებული 23 და გირჩევთ დააპაუზოთ ვიდეო და ნახოთ თუ ამოხსნით ამას. ჩავთვლი რომ სცადეთ, ახლა კი ერთად გავაკეთოთ . მე მომწონს ამოხსნის ერთეულების ადგილით დაწყება. ამიტომ ერთეულების ადგილზე მყოფი ციფრები დავწერე ყვითლად. ახლა ცხდად ვხედავთ, რომ აქ არის ერთეულების ადგილი და ეს, აი აქ, იისფრად დაწერილი, არის ათეულების ადგილი. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ სვეტი სადაც ყველაფერი იქნება ყვითლად, ეს იქნება ერთეულების სვეტი --ვფიქრობ უკვე მიხვდით ამას-- ყველაფერი აქ არის ერთეულების ადგილას. ეს ციფრები წარმოადგენენ გარკვეული რაოდენობის ერთეულებს. და ყველაფერი მეორე სვეტში არის ათეულების ადგილას. ეს ციფრები წარმოადგენენ ათეულების გარკვეულ რაოდენობას. 65 არის 6 ათეული და 5 ერთეული. 23 არის 2 ათეული და 3 ერთეული. მოკლედ, ამის ამოხსნის ერთი გზა: პირველად შევხედოთ ერთეულების ადგილს. მე ვიღებ 3 ერთეულს 5 ერთეულიდან. 5 ერთეულს გამოკლებული 3 ერთეული არის 2 ერთეული. და შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ ათეულების ადგილას. 6 ათეულს გამოკლებული 2 ათეული, ეს იქნება 4 ათეული და აი პასუხიც. ეს ტოლია 42-ის. კიდევ ერთხელ, შემეძლო ეს ჩამეწერა უამრავი გზით. შემეძლო ჩამეწერა აი ასე. 65 როგორც 6 ათეულს დამატებული 5 ერთეული. მაგრამ ასეარ დავწერე, რადგან როცა რაღაც ამ ადგილას წერია, ეს ისედაც ნიშნავს, რომ ათეულია, მაგრამ აქ შემიძლია ასე ამოვწერო 6 ათეული. და შემდეგ თუ ვაკლებ 23-ს, აქ ეს ასე ჩაიწერება: გამოკლებული 2 ათეული, და შემდეგ გამოკლებული 3 ერთეული, რისი ტოლი იქნება ეს გამოსახულება? 5 ერთეულს გამოკლებული 3 ერთეული ზუსტად იგივეა, რაც აქ გავაკეთეთ და ეს იქნება 2 ერთეული. და 6 ათეულს გამოკლებული 2 ათეული იქნება 4 ათეული. 6 ათეულს დამატებული 5 ერთეული გამოკლებული 2 ათეული და გამოკლებული 3 ერთეული იქნება 4 ათეული და 2 ერთეული, ანუ 42. 42 ტოლია 4 ათეულს დამატებული 2 ერთეული. იმედია, გესმით, რასაც ვამბობ.