მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:5:27

ვიდეოს აღწერა

მოდით, ვნახოთ, თუ შეგვიძლია, რომ 25-ს გამოვაკლოთ 83. ან, პირიქით, ვნახოთ, რას უდრის 83-ს გამოკლებული 25. გირჩევთ, დროებით დააპაუზოთ ვიდეო და დამოუკიდებლად სცადოთ გამოანგარიშება ალბათ, უკვე სცადეთ დამოუკიდებლათ გამოთვლა და გამოკლება, ალბათ, დაიწყეთ აი აქედან, ერთეულებიდან სავარაუდოდ, შეამჩნვდით, რომ ზევით გვაქვს სამი ერთეული, ქვევით კი - ხუთი გადაწყვიტეთ, სამისთვის გამოგეკლოთ ხუთი, თუმცა მიხვდებოდით, რომ სამ ერთეულს ვერ გამოაკლებდით ხუთ ერთეულს რადგან ხუთი სამზე მეტია. როგორ მოვიქცეთ? ახლავე გაჩვენებთ. უნდა გადააჯგუფოთ რიცხვები! თქვენ ათეულებიდან უნდა ისესხოთ რაღაც რიცხვი და დაუმატოთ ის ერთეულს. არ დაიბნეთ, ამას სამი სხვადასხვა გზით ამოვხსნით და მიხვდებით, რას ვგულისხმობ. როცა გვინდა სამიანის გაზრდა ისე, რომ იგი ხუთზე მეტი იყოს, ასე უნდა მოვიქცეთ. აი ამ ათეულიდან, ანუ რვიდან ვსესხულობთ ერთ ათეულს. გვრჩება შვიდი ათეული ნასესხებ ათეულს დავუმატებთ აი აქ. ათს დავუმატოთ სამი არის ცამეტი ანუ რა გავაკეთე? 83 შედგება 8 ათეულისა და 3 ერთეულისაგან დააკვირდით. ეს იგივეა, რაც შვიდი ათეული და ცამეტი ერთეული. არ შეშინდეთ, ამ ამოცანას სხვა გზებითაც ამოვხსნით. მოკლედ, 13 ერთეულს გამოკლებული 5 ერთეული არის 8 ერთეული რაც შეეხება ათეულებს. 7 ათეულს გამოვაკლოთ 2 ათეული უდრის 5 ათეულს. პასუხია 5 ათეული და 8 ერთეული ანუ 58 მოდით. ახლა სხვა გზითაც ამოვხსნათ. კიდევ როგორ შეგვიძლია, 83 ჩავწეროთ? 80+3 ეს იგივეა, რაც 80 ათეული და 3 ერთეული 25 კი უდრის 20-ს პლუს 5-ს. მოდით, გამოვაკლოთ 20-ისა და 5-ის ჯამი 25 მეორენაირად მოდით ასე ჩავწეროთ. ჯერ მინუს 20 ათეული, მერე მინუს 5 ერთეული მოკლედ, მინუს 25 იგივეა, რაც მინუს 20 და მინუს 5. მოდით, ჩვენი ამოცანა ამოვხსნათ ჩვენი ახალი მეთოდით. დავუბრნდეთ ისევ ერთეულებს. 3-ს არ აკლდება 5, გამოკლება რთულია. რა მოხდება, თუკი აქედან ავიღებ 10-ს? 80-ს რომ გამოვაკლოთ 10, დაგვრჩება 70. და თუ ამ 10-ს 3-იანის ნაცვლად მოვათავსებ, 10-ისა და 3-ის ჯამი იქნება 13. ...თუ დააკვირდებით მე შევცვალე რიცხვების მნიშვნელობა 70-ს დავუმატოთ 13 იგივეა, რაც 83. ახლა აქ, ერთეულებში 13-ს გამოვაკლებ 5-ს 13-ს გამოვაკლოთ 5 უდრის 8-ს. რა ხდება ათეულებში? 2 ათეულს თუ გამოვაკლებ 7 ათეულს, ანუ, 70-ს თუ გამოვაკლებ 20-ს, მივიღებ 50-ს. ხოლო 50-ს დავუმატოთ 8 იგივეა, რაც 58. 5 ათეული და 8 ერთეული. ახლა მოდით, ვცადოთ მესამე ხერხი. მოდით, ახლც სხვანაირად ჩავწეროთ რიცხვები. ამას აქ გადმოვწერ, როგორც 8 ათეულს დამატაბული 3 ერთეული. ეს ათეულის ადგილზეა მოთავსებული, ეს ერთეულის ადგილზე. მოდით, გამოვაკლოთ 2 ათეული და 5 ერთეული. აი, აქ გადმოვწერ. მინუს 2 ათეული და მინუს 5 ერთეული 25 იგივეა, რაც 20 და 5, ამ შემთხვევაში გვქნება მინუს 25. ეს იგივეა, რაც მინუს 2 ათეული და 5 ერთეული მოდით, ამ ამოცანაზე დავფიქრდეთ. იმისათვის, რომ 3 ერთეულს გამოვაკლო 5 ერთეული, ციფრები უნდა გადავაადგილო. ამას ათეულების ჯგუფის დახმარებით გავაკეთებ 8 ათეულიდან ვისესხოთ ერთი ათეული დაგვრჩება 7 ათეული. ნასესხები ათეული დავუმატოთ ერთეულს 1 ათეულს პლუს 3 უდრის 13 ერთეულს. მოდით, გამოვაკლოთ. 13 ერთეულს მინუს 5 ერთეული უდრის 8 ერთეულს 7 ათეულს მინუს 2 ათეული არის 5 ათეული სულ ეს იყო! ეს გახლდათ დაჯგუფების სამი ხერხი.