If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:48

დამუშავებული მაგალითი: სამნიშნა რიცხვების გამოკლება (ორჯერ დაჯგუფება)

ვიდეოს აღწერა

მოდით 913-ს გამოვაკლოთ 286. მაგრამ, ჯერ ცოტა სხვანაირად გავაკეთებ. მე ავიღე ეს რიცხვები და დავშალე. ცხრა ასეულების ადგილას წარმოადგენს 900-ს, ერთ ათეულების ადგილას წარმოადგენს ათს, სამი ერთეულების ადგილას წარმოადგენს სამს. ამის მსგავსად, 286 იგივეა, რაც 200-ის, 80-ისა და ექვსის ჯამი. მოდით, რიგრიგობით გამოვაკლოთ. თუ დავიწყებთ ერთეულებით, გვექმნება პრობლემა. სამი ექვსზე მცირეა, როგორ უნდა გამოვაკლოთ მცირე რიცხვს დიდი რიცხვი? ასევე, გვაქვს პრობლემა ათეულებშიც. 80 ნაკლებია 10-ზე, როგორ... უკაცრავად, შემეშალა 80 დიდია ათზე, როგორ გამოვაკლოთ მცირე რიცხვს დიდი რიცხვი? ალბათ ხვდებით, რომ პასუხი დაჯგუფებაშია, ანუ სესხებაში. ავიღოთ მნიშვნელობა ერთი ადგილიდან და მივცეთ მეორეს. მოდი, განვიხილოთ ეს შემთხვევა, გვაქვს სამიანი, გვჭირდება სხვა ადგილიდან სესხება. შემიძლია ავიღო ათი ათეულებიდან, მაშინ ათეულების ადგილას დაგვრჩება ნული. თუ მივცემ ამ ათს ერთეულებს, ათს მიმატებული სამი არის 13. ყურადღება მიაქციეთ, რიცხვის მნიშვნელობა არ შემიცვლია. 900-ს მიმატებული ნული და მიმატებული 13 იგივეა, რაც 913. ამით გადავწყვიტეთ პრობლემა ერთეულების ადგილისთვის, ახლა შემიძლია გამოვაკლო 13-ს ექვსი, მაგრამ მდგომარეობა ათეულების ადგილას გაუარესდა. 80 უნდა გამოვაკლო ნულს. რა ვქნა? საბედნიეროდ, შემიძლია ვისესხო ასეულებიდან. 900-დან შემიძლია ავიღო 100 , მაშინ დამრჩება 800 და შემიძლია მივცე ათეულებს, მაშინ ნული გახდება 100. ყურადღება მიაქციეთ, 800-ს მიმატებული 100 და მიმატებული 13 იგივეა, რაც 913. რატომ ჯობია ასე? იმიტომ, რომ ახლა ყოველ სვეტში დიდ რიცხვს ვაკლებ პატარას. შეიძლება თქვათ, რომ აქ მიმატების ნიშანია, მაგრამ გამოკლების ნიშანი აი აქ არის. ასე, რომ 13-ს ვაკლებთ ექვსს, 100-ს ვაკლებთ 80-ს და 800-ს ვაკლებთ 200-ს. 13-ს გამოკლებული ექვსი არის შვიდი, 100-ს გამოკლებული 80 არის 20, 800-ს გამოკლებული 200 არის 600. დაგვრჩა 600-ს მიმატებული 20 და მიმატებული შვიდი, რაც უდრის 627-ს. მოდით, ახლა გავაკეთოთ იგივე, ოღონდ დაშლის გარეშე. ექვსი სამზე უფრო დიდია, რას ვაკეთებთ? ვსესხულობთ ათეულებიდან. ჩვენ შეგვიძლია ავიღოთ ათი აქედან, გვრჩება ნული ათეული და მივცეთ ათიანი ერთეულებს. ანუ, ათს ვაძლევთ სამს და ვიღებთ 13-ს. მაგრამ ახლა პრობლემა გვაქვს ათეულებში. როგორ უნდა გამოვაკლოთ ნულს 80? შეგვიძლია ავიღოთ 100 ასეულებიდან, ანუ 900 გახდება 800 და მივცეთ ეს 100 ათეულებს. 100-ს მიმატებული ნული ათეული უდრის 100-ს. 100 იგივეა, რაც ათი ათეული. ახლა კი მზად ვართ გამოკლებისთვის. 13-ს გამოკლებული ექვსი უდრის შვიდს, ათს გამოკლებული რვა უდრის ორს, დაიმახსოვრეთ, ეს მართლაც ათი ათეულია, ათ ათეულს გამოკლებული რვა ათეული უდრის ორ ათეულს. 100-ს გამოკლებული 80 უდრის 20-ს და საბოლოოდ 800-ს გამოკლებული 200 რაც უდრის 600-ს. პასუხია 627.