ძირითადი მასალა
არითმეტიკა
კურსი: არითმეტიკა > თემა 1
გაკვეთილი 8: მრავალნიშნიანი რიცხვების გამოკლება გადაჯგუფებით- დამუშავებული მაგალითი: სამნიშნა რიცხვების გამოკლება (დაჯგუფება)
- დამუშავებული მაგალითი: სამნიშნა რიცხვების გამოკლება (ორჯერ დაჯგუფება)
- დამუშავებული მაგალითი: სამნიშნა რიცხვების გამოკლება (დაჯგუფება 0-იდან)
- გამოკლება 1000-ის ფარგლებში
- გონებაში გამოკლება (დაჯგუფების გარეშე)
- დააკავშირეთ თანრიგების ცხრილი და ქვეშმიწერით გამოკლება მრავალნიშნა რიცხვებში
- მრავალნიშნა რიცხვების გამოკლება
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
დამუშავებული მაგალითი: სამნიშნა რიცხვების გამოკლება (დაჯგუფება 0-იდან)
სალმა უნდა ისესხოს 0-დან, რომ გამოაკლოს 301-164. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მოდით, 301-ს გამოვაკლოთ 164. გირჩევთ შეაჩეროთ ვიდეო და
თქვენით სცადოთ ამის გაკეთება. მოდით, რიგრიგობით გავაკეთოთ და ვნახოთ,
სად დაგვჭირდება დაჯგუფება, ანუ სესხება. ერთეულების ადგილას გვაქვს
დაბრკოლება. ოთხი მეტია ერთზე. როგორ გამოვაკლოთ
პატარა რიცხვს დიდი რიცხვი? ათეულების ადგილასაც პრობლემა გვაქვს. ექვსი
მეტია ნულზე. როგორ გამოვაკლოთ ექვსს ნული? პასუხს, ალბათ, თქვენც ხვდებით.
უნდა გავაკეთოთ დაჯგუფება, ანუ სესხება. მაგრამ, ახლა შეიძლება
სხვა პრობლემას გადააწყდეთ. თქვენ შეიძლება სცადოთ სესხება
ათეულების ადგილიდან. ერთეულების ადგილას გვაქვს ერთი, სესხებისა
და დამატების მერე ვიღევთ 11-ს, მაგრამ ათეულების ადგილას
არაფერი არ გვაქვს. ვერაფრისგან ვისესხებთ. მაშინ რა ვქნათ? მე ჯერ ვისესხებ ათეულების ადგილისთვის.
მოდი, ავიღოთ 100 ასეულების ადგილიდან, ეს იგივეა, რაც ერთის სესხება
ასეულების ადგილიდან. აქ დაგვრჩება ორი. ახლა კი, ათეულების ადგილას
ნულის მაგივრად გვექნება ათი. მოდი, დავრწმუნდეთ,
რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ. გვაქვს 200-ს მიმატებული
ათი ათეული იგივეა, რაც 100, მიმატებული ერთი. 200-ს მიმატებული 100 და მიმატებული
ერთი ისევ უდრის 301-ს. ანუ, სწორად ვაკეთებთ. ახლა კი შეგვიძლია
ვისესხოთ ათეულების ადგილიდან. თუ ავიღებთ ერთ-ერთ ათეულს
დაგვრჩება ცხრა ათეული. მივცეთ ეს ათი ერთეულების ადგილს.
გვექნება ათს მიმატებული ერთ, ანუ 11. შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ რიცხვის
მნიშვნელობა არ შეგვიცვლია. 200-ს მიმატებული 90 არის 290,
მიმატებული 11 კი არის 301. ახლა ზემოთ დაწერილი ყოველი რიცხვი მეტია
ქვემოთ დაწერილ რიცხვებზე. მზად ვართ გამოკლებისთვის.
11-ს გამოკლებული ოთხი არის შვიდი, ცხრას გამოკლებული ექვსი არის სამი
და ორს გამოკლებული ერთი არის ერთი. მივიღეთ 137.