ძირითადი მასალა
არითმეტიკა
კურსი: არითმეტიკა > თემა 1
გაკვეთილი 4: მიმატება 100-ის ფარგლებშიორნიშნა რიცხვების შეკრება დაჯგუფების გარეშე 2
სალი კრებს 23 + 45 თანრიგის გათვალისწინებით.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
წყვეტილ ხაზს ზემოთ გვაქვს
კუბების გარკვეული რაოდენობა. ათეულები და ერთეულები. როგორც ხედავთ, ოქროსფერ
რიგებში არის ათ-ათი კუბი. აი, თუ გადავთვლით, 1, 2,
3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. და გვაქვს ორი ჯგუფი
ასეთი ათ კუბიანი რიგების. ანუ გვაქვს ორი ათეული
და მარჯვნივ სამი ერთეული არის. ესე იგი, ორი და სამი. 23. ხოლო ქვემოთ გვაქვს 1, 2, 3 და 4, 4 ათეული. 4 ათეული და 5 ერთეული. 1, 2, 3, 4 და 5. 5 ერთეული. ესე იგი, ქვემოთ გვაქვს 45. ასე, რომ პირველი რიცხვი არის
2 ათეული და 3 ერთეული ანუ 23. 2 ათეული, 3 ერთეული. ქვემოთ გვაქვს 4 ათეული და 5 ერთეული. 4 ათეული და 5 ერთეული არის იგივე რაც 45. კარგით, მე მინდა, რომ ეს რიცხვები შევკრიბო მივუმატოთ ეს რიცხვები ერთმანეთს. ზედა რაოდენობა დავუმატოთ
ქვედა რაოდენობას. რას მივიღებთ? ესე იგი, 23-ს ვუმატებთ 45-ს. გვექნება 3 ერთეული და 5 ერთეული. მათი შეკრებით კი უნდა მივიღოთ 8 ერთეული. იგივე გავაკეთოთ, აი, ეს გადმოვწეროთ. გვექნება 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. თუ დავაკვირდებით, ქვემოთ გვექნება 8
ერთეული ანუ 3-ს პლუს 5 უდრის 8-ს. ზუსტად იგივე არის რაც ციფრებში. ახლა რიცხობრივად დავწეროთ იგივე. გვექნება 3 ერთეულს დამატებული
5 ერთეული ანუ 8 ერთეული. კარგით, ახლა ათეულებს მივხედოთ. გვაქვს 2 ათეულს დამატებული 4 ათეული. რაც გამოვა 6 ათეული. იმიტომ, რომ 2-ს დამატებული 4 უდრის 6-ს. ამიტომ გადმოვიტანოთ
ქვემოთ ეს ათეულები, ჯობია დავაკოპირო. ესე იგი, გვაქვს 2 ათეულს
მიმატებული კიდევ 4 ათეული. 2 ათეულს მიმატებული 4
ათეული მოგვცემს 6 ათეულს. 2 და 4 ჯამში გვაძლევს 6-ს. ესეც 6 ათეული. ძალიან კარგი. ახლა სხვა ფერით. ახლა რიცხობრივადაც გავაკეთოთ იგივე. ესე იგი, აქ გვექნება
1, 2, 3, 4, 5, 6 ათეული. აქაც ამიტომ, ბოდიში. აქაც გვექნება ექვსიანი. ესე იგი, გვაქვს 6 ათეული, მსგავსად. როცა 23-ს ვუმატებთ 45-ს,
თურმე მივიღებთ ასეთ რამეს. 3 ერთეულს დამატებული 5
ერთეული მოგვცემს 8 ერთეულს. ხოლო ათეულების შემთხვევაში, 2 ათეულს
დამატებული 6 (4) ათეული მოგვცემს 6 ათეულს. მივიღეთ რიცხვი 68. (სუბტიტრები შექმნილია
მარიამ შონიას დახმარებით)