ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:19

ვიდეოს აღწერა

ხუთშაბათის თოვლის მერე თოვლის სიღრმე ჩილთაუნში იყო 55 სანტიმეტრი. პარასკევს თოვლი ისევ წამოვიდა და თოვლმა კიდევ რამდენიმე სანტიმეტრით მოიმატა. როგორც ჩანს, ჩილთაუნში ბევრი თოვლია ახლა ჩილთაუნში თოვლის სიღრმე 84 სანტიმეტრია. რამდენი სანტიმეტრი თოვლი დაემატა საფარს პარასკევ? შევხედოთ ამ დიაგრამას და კარგად წარმოვიდგინოთ, რა მოხდა. თავიდან.. თოვლი ჩილთაუნში.. მოკლედ, ხუთშაბათს იყო შტორმი. და თოვლის სიღრმე ჩილთაუნში 55 სანტიმეტრი გახდა. აი, აქ ჩანს კარგად: ეს არის 55 სანტიმეტრი, აი ეს წერტილი სახაზავზე. თოვლის საფარი სწორედ ამ სიმაღლის იყო ხუთშაბათის დიდთოვლობის შემდეგ. აი, ასეთი ღრმა იყო თოვლი. ანუ, ეს სიღრმე არის 55 სანტიმეტრი. მაგრამ თოვლი არ გაჩერებულა, მან გააგრძელა ცვენა. ახლა ჩილთაუნში თოვლის სიღემე არის 84 სანტიმეტრი. სახაზაცს თუ შევხედავთ 84 სანტიმეტრი არის აქ. ამოცანა გვეკითხება, რამდენი სანტიმეტრი მოუთოვია დამატებით პარასკევს? ანუ, ჩვენ უნდა გავიგოთ, რას უდრის აი ეს რაოდენობა? რა რაოდენობის თოვლი დაიდო პარასკევს? კითხვის ნიშანიც კი დაგვისვეს აქ იმიტომ რომ არ ვიცით, რამდენიი სანტიმეტრია. როგორ უნდა გამოვთვალოთ ეს? ჩავწეროთ ყველაფერი, რაც ვიცით, რომ სწორია. ვიცით, რომ 55 სანტიმეტრს დამატებული რამდენი სანტიმეტრიც არის ეს (ჩავწეროთ ? სანტიმეტრი) ეს არის რამდენი თოვლიც გვქონდა ხუთშაბათის შტორმის მერე ეს – რამდენიც მოვიდა პარასკევს; რადგანაც ეს რიცხვი არ ვიცით, მის მაგივრად კითხვის ნიშანი დავწერე. ეს იქნება ჯამის ტოლი, ანუ, 84 სანტიმეტრის ტოლი. ახლა უნდა გამოვთვალოთ, რა რიცხვის მაგივრად გვიწერია <i>?</i> ვიფიქროთ ასე: თუ 55–ს პლუს <i>?</i> არის 84, მაშინ 84 მინუს 55 იქნება <i>?</i>–ის ტოლი. იქნება იმ რაოდენობის ტოლი, რაც კითხვის ნიშნით აღვნიშნავთ. წარმოიდგინეთ: მთელი ეს თოვლი რომ გქონდეთ და 55 სანტიმეტრი გამოაკლოთ, რაც დაგრჩებათ იქნება ეს კითხვის ნიშნის აღნიშნული რაოდენობა იმიტომ რომ სხვაობა 84–სა და 55–ს შორის სწორედ ისაა, რაც პარასკევს დაიდო. გამოდის, ჩვენ უნდა გავიგოთ სხვაობა 84–სა და 55–ს შორის. გამოვთვალოთ: უნდა შეგვეძლოს უკვე ამის გამოთვლა. აქ ადგილი აღარ მყოფნის, ამიტომ დაბლა ჩავწეროთ. გვაქვს 84 მინუს 55 და ეს უდრის კითხვის ნიშანს. შევხედოთ ერთეულების ადგილს. 4 ერთეულს უნდა გამოვაკლოთ 5 ერთეული. რადგანაც არ ვიცით, როგორ გამოვაკლოთ 4 ხომ 5–ზე ნაკლებია; მოდით, გადავაჯგუფოთ; ავიღოთ 1 ათეული ათეულების ადგილიდან; აქ 8 ათეულის მაგივრად გვექნება 7 ათეული; ახლა კი ის ათეული, რომეიც ავიღეთ გადავაცქიოთ 10 ერთეულად. 10–ს პლუს 4 არის 14. ახლა შეგვიძლია, გამოვაკლოთ. 14 ერთეული მინუს 5 ერთეული უდრის 9 ერთეულს. 7 ათეული მინუს 5 ათეული არის 2 ათეული. ანუ, თოვლის ჩვენი იდუმალი რაოდენობა აღმოჩნა 29 სანტიმეტრი. ანუ, აი ეს უდრის 29 სანტიმეტრს. შეგიძლიათ, შეამოწმოთ: 55–ს პლუს 29 ნამდვილად უდრის 84–ს. მინდა, რომ შეამოწმოთ და დარწმუნდეთ, რომ სწორად გამოვთვალეთ. მოკლედ, რამდენი სანტიმეტრით მოიმატა თოვლმა პარასკევს? 29 სანტიმეტრით. მსგავსი ამოცანების ამოხსნისას მნიშვნელოვანია, წარმოიდგინოთ ისტორია. წარმოიდგინეთ, რა მოხდა და შემდეგ დახაზეთ დიაგრამა, თუ ის მოცემული არ გაქვთ. მერე იფიქრეთ მათემატიკური გამოსახულების დაწერაზე. ზოგი მას ტოლობას ეძახის; ჩაწერეთ, რაც იცით და შემდეგ გამოთვლით იმას, რაც არ იცით.