If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:33

ვიდეოს აღწერა

ქალბატონი გრეინჯის მეორე კლასში არის 45 ტენისის ბურთი. ეს ტენისის ბურთები სათამაშოდ სჭირდებათ, ცხადია. ჩავწეროთ ყველაფერი რასაც გვეუბნება პირობა. ჩავწეროთ, რომ გვაქვს 45 ბურთი, თავიდან. ესე იგი, თავიდან გვაქვს 45 ბურთი. შემდეგ, ესე იგი, თავიდან გვაქვს 45 ბურთი, რომელიც საჭირო არის სათამაშოდ და ეს არის სრული რაოდენობა. შემდეგ, 19 ბურთი გადავარდა ღობის იქით. 19 ბურთი გადავარდა ღობის იქით, ხოლო 6 ბურთი უბრალოდ გაქრა. გვეკითხებიან, რამდენი ბურთი დარჩა მის გრეინჯის მეორე კლასს, ქალბატონი გრეინჯის მეორე კლასს. კარგით, თავიდან საერთოდ ჯობია, რომ დავადგინოთ რით ვიწყებთ, ვიწყებთ 45 ბურთით. კარგით, და შემდეგ გვემატება ბურთები თუ გვაკლდება? ესე იგი, ვიცით, რომ დავიწყეთ 45 ბურთით და შემდეგ ასეთ რამეს ამბობენ, 19 ბურთი ისროლეს ღობის იქით. ესე იგი,ბურთები დაიკარგა. შემდეგ, კიდევ 6 ბურთი უბრალოდ გაქრა. ანუ ეს ბურთებიც დაიკარგა. თუ ვკარგავთ ბურთებს მაშინ რა იქნება სწორი რომ დავწეროთ? ცხადია, უნდა დავწეროთ გამოკლება, ანუ საწყის რაოდენობას უნდა გამოვაკლოთ. შეკითხვაში გვეკითხებიან თუ რამდენი ცალი ბურთი დარჩა კლასს? ესეც არის ერთგვარი მინიშნება იმაზე, რომ ბურთები იკარგება, იმიტომ, რომ თავიდან საწყისი რაოდენობა გვაქვს მოცემული, როგორც სრული რაოდენობა. ესე იგი, რადგან რამდენი ბურთი დარჩაო გვეკითხებიან, უნდა გამოვაკლოთ. გვეუბნებიან, რომ 19 ბურთი გადავარდა ღობის იქით, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს 19 ბურთი უნდა გამოაკლდეს საწყის 45 ბურთს. ასევე უნდა მოვიქცეთ 6 ბურთის შემთხვევაშიც, იმიტომ, რომ ეს ბურთები უბრალოდ გაქრა. ესე იგი, მოდი ჯერ გამოვაკლოთ 19 45-ს, იმიტომ, რომ 45-ით დავიწყეთ. და შემდეგ მივხედოთ იმ 6 ბურთს. ესე იგი, 19 ბურთი გადააგდეს ღობის იქით, ამიტომ ვაკლებთ საწყის რაოდენობას ანუ 45-ს. ვნახოთ აბა რა ხდება, 45-ს ვაკლებთ 19-ს. ერთეულების ადგილას გვაქვს 5-იანი 45-ში, ხოლო 19-ში გვაქვს 9-იანი. 5 არის ნაკლები 9-ზე, ესე იგი, გადაჯგუფება უნდა გამოვიყენოთ, ან სესხება, სხვანაირად. ამიტომ 4 ათეულის მაგივრად 3 ათეული დავწეროთ და 1 ათეული გადავიტანოთ ერთეულებთან, ანუ მივუმატოთ ერთეულებს. ესე იგი, გვექნება 15. რატომ? იმიტომ, რომ 10-ს დამატებული 5 არის 15. ახლა უკვე შეგვიძლია გამოვაკლოთ. 15-ს გამოკლებული 9 უდრის 6-ს, ძალიან კარგი. შემდეგ, 3 ათეულს გამოკლებული 1 ათეული არის 2 ათეული. ესე იგი, მივიღეთ რომ 26 ბურთი დარჩა როცა დაიკარგა 19 ბურთი, უფრო სწორედ, როცა გადავარდა ღობის იქით. კარგით, ახლა მივხედოთ იმ 6-ს ბურთს, რომელიც გაქრა უბრალოდ. იგივე ნაირად უნდა მოვიქცეთ. ვიცით, რომ ეს გამქრალი ბურთებიც დაიკარგა ანუ უნდა გამოაკლდეს რაოდენობას. ესე იგი, ახლა დაგვრჩა 26 ბურთი, რადგან გამოვაკელით 19, რომელიც გადავარდა ღობის იქით. დაგვრჩა 26 ბურთი. შემდეგ კი 6 ბურთი გაქრა, ამიტომ ამ დარჩენილ რაოდენობას კიდევ გამოვაკლებთ იმ გამქრალ 6 ბურთს. ესე იგი, 26-ს უნდა გამოვაკლოთ 6. ამიტომ დავწეროთ, 26-ს მინუს 6. რამდენი დაგვრჩება ამ შემთხვევაში? ვნახოთ. 6 ერთეული გვაქვს 26-ში და აკლდება 6 ერთეული. 6 ერთეულს მინუს 6 ერთეული ნულია. 2 ათეულს არაფერი არ აკლდება. არაფერი არ აკლდება, ესე იგი, ისევ დაგვრჩება 2 ათეული. გამოდის, რომ დაგვრჩენია 20 ბურთი. რატომ? იმიტომ,რომ გამოაკლდა 26-ს 6 და დაგვრჩა 20. ესე იგი, ჯერ თავიდან 19 ბურთი გამოვაკელით 45-ს, მივიღეთ 26, იმიტომ, რომ თავიდან ვიწყებდით 45-ით. 45 ბურთი იყო სულ. 19 გადავარდა ღობის იქით, ანუ დაიკარგა. შედეგად გამოვაკელით, დაგვრჩა 26. შემდეგ 6 გაქრა. 6-იც გამოვაკელით 26-ს და მივიღეთ, რომ სულ დარჩენილა 20 ბურთი. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)