If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:10

ათწილადების გაყოფა

ვიდეოს აღწერა

გამოვთვალოთ, რამდენია 2.211 გაყოფილი ექვს მთელ შვიდ მეათედზე. პირველ რიგში რასაც ვაკეთევ, არ მომწონს ათწლადზე გაყოფა, ამიტომ 6.7-ს გავამრავლებ 10-ზე. ეს იგივეა, რომ ათწილადი ერთი ადგილით მარჯვნივ გადავიტანოთ. ამას მხოლოდ 6.7-ისთვის ვერ გავაკეთებ, იგივე უნდა გავიმეორო 2 მთელი 211 მეათასედისთვისაც. ესე იგი, ათწილადს გადავიტან ერთით ადგილით მარჯვნივ ახლა შემიძლია, თავიდან დავწერო მაგალითი. შემიძლია დავწერო 22 მთელი 11 მეასედი გაყოფილი 6.7-ის ნაცვლად, ახლა შემიძლია დავწერო 67. ანუ, 67, მოდთ იგივე ფერით დავწერ. ახლა შემიძლია დავწრო 67. შემეძლო აქ ათწილადის წერტლი დამესვა, მაგრამ ეს არ შეცვლის ფაქტს, რომ ახლა ეს რიცხვი არის მთელი რიცხვი 67. ახლა მზად ვარ, გრძელი გაყოფა შევასრულო, რადგან ახლა მთელ რიცხვზე ვყოფ. შეიძლება მითხრათ: "მოიცა, აქ ხომ ისევ ათწილადი გვაქვს?!" მაგრამ ეს არაფერია და ამაში რამდენიმე წამში დარწმუნდებით. ვცადოთ, გრძელი გაყოფის ოპერაცია შევასრულოთ. ავიღოთ 22.11 22 მთელი და 11 მეასედი, და ვაპირებთ გავყოთ... უფრო დიდი ციფრებით დავწერ 22.11-ს ვყოფთ 67-ზე. ვყოფთ 67-ზე. კარგით, ახლა შევასრულოთ გაყოფა. სანამ დავიწყებდეთ, მინდა, ათწილადის წერტილი გამოვყო. ათწილადის წერტილი მაქვს აქ და პასუხშიც ჩამოვიტან. როცა გაყოფას ასრულებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი ფრთხილად გააკეთოთ და სვეტებში ლამაზად დაწეროთ და ყურადღებით იყოთ რიცხვების ადგილებთანაც, რადგან თუ ყველაფერის სვტებად არ დაწერთ, დიდი ალბათობით, ადგილები აგერევათ. მოდით, ახლა ეს გავაკეთოთ. 67 ორში მოთავსდება ნულჯერ, გავაგრძელოთ, 67 22-ში მოთავსდება ნულჯერ, 67 221-ში მოთავსდება... დავფიქრდეთ, 67 ძალიან ახლოსაა 70-თან, 70-ჯერ სამი არის 210. ანუ, დაახლოებთ სამჯერ უნდა მოთავსდეს, სამი, თითქოს სწორია, დავწეროთ აქ სამი, სამერ შვიდი არის 21, გადავაჯგუფოთ 2, სამჯერ ექვსი არის 18, დამატებული ორი არი 20, ეს არის 20. ანუ, მივიღებ 201-ს, ხოლო 221-სა და 201-ს შორის სხვაობაა... აქ მივიღებთ ნულს, აქ - ორს, აქაც ნულს მივიღებთ, მაგრამ ამის დაწერა არ არის საჭირო. ანუ 20 გვაქვს. ესე იგი, სამი სწორი იყო, სამჯერ 67 221-ზე მეტი რომ ყოფილიყო, გასაჭირში ვიქნებოდით. შემდეგ, სამჯერ 67 ნაკლები იყო, მაგრამ იმდენად ნაკლები, რომ როცა გამოვაკელით, 67-ზე ნაკლები მივიღეთ, ეს ნიშნავს, რომ სამი სწორია. ნაშთი 67-ზე ნაკლებია, ამიტომ, გავაგრძელოთ. ახლა შეგვიძლია, ჩამოვიტანოთ 1 და ვნახოთ, რამდენჯრ მოთავსდება 67 201-ში. ეს ახლხახანს გავარკვიეთ. 67 201-ში მოთავსდება სამჯერ. სამჯერ შვიდი არის 21, გადავაჯგუფოთ ორი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ იმავეს ვაკეთებთ, თუ იმავე გაყოფას ვასრულებთ, რაც აქამდე გავაკეთეთ, მაგრამ არ გვაქვს ეს ორი ეს ძალიან კარგია, ხანდახან ამის წაშლა არის საჭირო. შემდე გვაქვს სამჯერ ექვსი, 18, 18-ს დამატებული ორი არის ოცი. ახლა გამოვაკლოთ და მოვრჩით, რადგან არ გვრჩება ნაშთი. აქაც აღარაფერი დაგვრჩა, რომ ჩამოვიტანოთ. ანუ, 22.11 გაყოფილი 67-ზე არის... შეგვიძლია აქ ნული დავწეროთ, პასუხია ნული მთელი და 33 მეასედი. ეს არის 0.33 ან ეს არის 0.33. დავასრულეთ