ძირითადი მასალა
არითმეტიკა
კურსი: არითმეტიკა > თემა 5
გაკვეთილი 5: ათწილადების წილადებად ჩაწერა- ათწილადების სახით ჩაწერეთ წილადები (მნიშვნელებით 10 და 100)
- რიცხვის წილადის და ათწილადის სახით ჩაწერა
- რიცხვის წილადისა და ათწილადის სახით ჩაწერა
- ათწილადის წილადის სახით გადაწერა: 0.15
- ათწილადის წილადის სახით გადაწერა: 0.8
- ათწილადის წილადის სახით გადაწერა: 0.36
- ჩაწერეთ ათწილადები წილადების სახით
- წილადის ათწილადად გადაწცევა: 11/25
- დამუშავებული მაგალითი: წილადის (7/8) ათწილადში გადაყვანა
- წილადების გარდაქმნა ათწილადებად
- ათწილადების წილადებად გადაქცევა 2 (მაგალითი 1)
- ათწილადების წილადებად გადაქცევა 2 (მაგალითი 2)
- ათწილადის წილადად ჩაწერის გამოწვევა
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ათწილადის წილადის სახით გადაწერა: 0.15
ათწილადები შეიძლება წილადების სახით ჩაიწეროს. ათწილადის წილადად გადასაქცევად ათწილადის რიცხვი ჩაწერეთ მისი თანრიგის თავზე. მაგალითად, 0.6-ის შემთხვევაში, ექვსი არის მეათედების თანრიგში, ამიტომ, 6-ს ვწერთ 10-ის თავზე, რათა მივიღოთ ტოლფასი წილადი, 6/10. საჭიროების შემთხვევაში, წილადი გაამარტივეთ. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მოდი, ვნახოთ, შევძლებ თუ არა
0.15-ის წილადად ჩაწერას ამ დროს მთავარი, რასაც უნდა დააკვირდე
არის, თუ რა ადგილზე დგანან ციფრები. აქეთ ერთიანია და იგი ათეულების ადგილასაა. ანუ, შეგიძლია, ის ჩათვალო, როგორც 1*1/10 ხუთიანი არის ასეულების ადგილას, ანუ, შეგვიძლია, მას შევხედოთ,
როგორც 5-ჯერ 1/100. ამ რიცხვს ასეთი ჯამის სახით გადავწერდი: ერთიანი წარმოადგენს ერთხელ 1/10-ს,
ანუ, იქნებოდა 1/10-ს მიმატებული... ხუთიანი კი წარმოადგენს ხუთჯერ 1/100-ს. ანუ, იქნებოდა დამატებული 5/100. თუ მათ შეკრებას გადავწყვეტთ,
უნდა მოვძებნოთ საერთო მნიშვნელი, საერთო მნიშვნელი არის 100. 100 არის 10-ისა და 100-ის
უმცირესი საერთო ჯერადი. ანუ, გადავწერთ, როგორც რაღაც
მეასედს დამატებული რაღაც მეასედი. 5/100 არ შეიცვლება,
რადგან უკვე მეასედებში ეწერა. აქ კი თუ მნიშნვნელს 10-ზე გავამრავლებთ,
რაც გავაკეთეთ, რათა 100 მიგვეღო, მაშინ მრიცხველიც 10-ჯერ უნდა გავზარდოთ. ანუ, რიცხვი იგივეა, რაც 10/100. ახლა მზად ვართ შეკრებისთვის. 10-ს დამატებული 5 არის 15, დავწეროთ 15/100 ამის გაკეთება უფრო
სწრაფადაც შეგეძლო, რომ დაკვირვებოდი. იტყოდი, "შეხედე! უმცირესი ადგილი აქ არის ასეულის." ანუ, 1/10-ად ჩაწერის მაგივრად
თავისუფლად შეგვიძლია, დავწეროთ 10/100 ან, შემიძლია, მთლიანი
რიცხვი ჩავწერო 15 მეასედად. ახლა კი მე მინდა რიცხვი ბოლომდე შევკვეცო. მნიშვნელიც და მრიცხველიც ხუთზე იყოფა. ამიტომ, გავყოთ ორივე ხუთზე მრიცხველი, 15, გაყოფილი 5-ზე, არის 3. მნიშვნელი, 100, გაყოფილი 5-ზე არის 20. ეს უკვე არის ყველაზე მარტივი
წილადი, რაც შეიძლებოდა მიგვეღო