If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:08

ვიდეოს აღწერა

შევადაროთ ერთმანეთს 156.378 და 156.348. ამოცანა გვეკითხება, რომელია დიდი ამათგან, მოდით, დავწერ 156.378 -ს, და ეს უნდა შევადაროთ 156.348-ს. მე ამას საფეხურობრივად მივყვები, თუმცა შეიძლება, ისეც იყოს ცხადი თქვენთვის. მოდი, ჯერ ასეულებს შევხედოთ. ეს მნიშვნელოვანი ადგილია, რადგან ასეულები ყველაზე დიდია. ორივეგან ჩვენ 1 გვიწერია ასეულების ადგილას. ახლა ათეულებს შევხედოთ. ჩვენ ხუთი ათეული გვაქვს, ეს იგივეა, რაც 50. ორივე რიცხვში, ჩვენ გვაქვს 5 ათეულების ადგილას. ისინი ერთმანეთის ტოლია. მოდით, წავიდეთ ერთეულების ადგილას, ჩვენ 6 ერთეული გვაქვს ორივე რიცხვში, ისინიც ტოლია. ახლა მეათედებს შევხედოთ, ორივეგან 3 წერია. აქაც ტოლია. მეასედებში კი, ერთ რიცხვში 7 გვიწერია, მეორე რიცხვში კი 4, რაც ნაკლებია პირველი რიცხვის მონაცემზე. მეათასედებში, ორივე რიცხვში ერთი და იგივე ციფრი გვიწერია, თუმცა მნიშვნელობა არ ექნებოდა განსხვავებული იქნებოდა ისინი თუ არა, რადგან, ისინი განსხვავებულია მეასედების ადგილას. 7>4, ასე რომ, 7 მეასედი მეტია 4 მეასედზე. გამოდის, 156.378 > 156.348 და ეს, მეასედების გამოა.