იტვირთება

ვიდეოს აღწერა

ჩვენ გვსურს, 7.056-ს დავუმატოთ 605.7 და 5.67. სანამ რომელიმე რიცხვს დაამატებთ, თქვენ ყოველთვის უნდა დარწმუნდეთ, რომ ერთმანეთს ციფრებს ერთსა და იმავე ადგილას უწერთ. მით უმეტეს, თუ საქმე ათწილადებს ეხება, ამის ყველაზე მარტივი გზაა ათწილადების შესაბამისად განლაგება, მოდი, ასეც მოვიქცეთ. პირველი რიცხვი არის 7,056. მეორე რიცხვი არის 605,7. ბოლო რიცხვი კი, 5,67. ახლა ჩვენ ყველაფერი თავის ადგილას ჩავწერეთ. ერთეულების ადგილას ყველაფერი ერთმანეთის ზემოთ ან ქვემოთაა. ათეულების ადგილას ყველაფერი ერთმანეთის ქვემოთ ან ზემოთაა. და ა.შ შეგვიძლია, შევაჯამოთ. დავიწყოთ ყველაზე პატარა თანრიგიდან. ანუ, აქედან. ეს მეათედების, მეასედების, მეათასედების ადგილია. ეს, 6/1000-ია და თქვენ გინდათ დაუმატოთ ის სხვა მეათასედებს. აქ მეტი მეათასედი არ გვაქვს. ორი გზაა ამაში დასარწმუნებლად შეგიძლია უბრალოდ ჩამოიტანოთ ექვსი ქვემოთ, ან ნახეთ: 605,7 იგივეა, რაც 605,700. შეგიძლიათ, კიდევ მიუწეროთ ნულები მარჯვნივ შვიდიანს. ათწილადზე მარჯვნივ ნულების მიწერით მისი მნიშვნელობა არ იცვლება. შეგიძლიათ, აქ გააკეთოთ. 5,67–ის ნაცვლად შეგიძლიათ, დაწეროთ 5,670. როცა ამას ასე ჩაწერთ, თქვენ გამოგივათ 6-ს პლუს ნული პლუს ნული, რაც ისევ ექვსის ტოლია. განვაგრძობთ. ხუთის, ნულისა და შვიდის ჯამი თორმეტია, 2-ს ასეულების ადგილას წერთ, ხოლო ერთს იმახსოვრებთ. ამ დამახსოვრებულ ერთს ამატებთ ნულს, შვიდს, და ექვსს და იღებთ თოთხმეტს. ოთხს ვწერთ, ერთს ვიმახსოვრებთ. ერთს პლუს შვიდი რვას უდრის. რვას პლუს ხუთი - ცამეტს. ცამეტს პლუს ხუთი კი - რვას. რვას ვწერთ, ერთს ვიმახსოვრებთ. ერთს პლუს ნული ისევ ერთის ტოლია. და ბოლოს, ჩვენ ასეულების ადგილას ექვსი გვიწერია. მას არაფერს ვუმატებთ, უბრალოდ ჩამოგვაქვს ექვსიანი ქვემოთ. აი, აქ. არ უნდა დაგავიწყდეთ მძიმე. ჯამი 618.426-ის ტოლი გამოგივიდათ ან 618 მთელი, 426 მეათასედი. ამით მოვრჩით.