If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

შეკრება და გამოკლება: იპოვეთ გამოტოვებული მნიშვნელობა (ნაწილი 1 2-დან)

სალი ხსნის ამოცანებს გამოტოვებულ მნიშვნელობებზე: -1 = 7 - __ და -10 + __ = -5 და 4 = -2 + __ და 6 + __ = -8.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში მინდა გავიაროთ რამდენიმე მაგალითი და გავივარჯიშოთ იმაში, თუ რას ნიშნავს დადებითი და უარყოფითი რიცხვების შეკრება და გამოკლება. გირჩევთ, პერიოდულად აპაუზოთ ვიდეო და თქვენით სცადოთ მაგალითების ამოხსნა. ვთქვათ, მინუს ერთი ტოლია შვიდს მინუს რაღაცის, რა უნდა იყოს ეს რაღაცა? რა რიცხვი უნდა მოვათავსოთ ამ ცარიელ ადგილას? გავაკეთოთ ერთად რიცხვითი ღერძის გამოყენებით. ვნახოთ რა ხდება. ვცდილობთ მივიდეთ მინუს ერთამდე და ვიწყებთ შვიდით. რა უნდა გამოვაკლოთ შვიდს, რომ მივიდეთ მინუს ერთამდე? უნდა გადავაადგილდეთ: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8-ით მარცხნივ. ჩვენ ახლა უბრალოდ შვიდს გამოვაკელით რვა, რომ მივსულიყავით მინუს ერთამდე. ესეიგი რა უნდა გამოვაკლოთ? უნდა გამოვაკლოთ რვა. გადავიდეთ შემდეგზე. ვთქვათ, მინუს ათს პლუს რაღაც უდრის მინუს ხუთს. რა უნდა იყოს ეს "რაღაც"? ისევ გამოვიყენოთ რიცხვითი ღერძი. ვიწყებთ მინუს ათით და დავუმატოთ რაღაც, რომ მივიდეთ მინუს ხუთამდე. მინუს ხუთი აი აქაა. თუ დადებით რიცხვს ვუმატებთ, რიცხვით ღერძზე მარჯვნივ გადავაადგილდებით. აქ როგორც ხედავთ, მარჯვნივ მივდივართ, მინუს ათიდან მინუს ხუთამდე. ესეიგი უნდა დავუმატოთ დადებითი რიცხვი და არა უარყოფითი. რამდენი უნდა დავუმატოთ? უნდა დავუმატოთ 1, 2, 3, 4, 5. ესეიგი, უნდა დავუმატოთ დადებითი ხუთი. მინუს ათს პლუს ხუთი უდრის მინუს ხუთს. -- მინუს 10 ხუთით ნაკლებად უარყოფითი გახდა -- ვთქვათ, ოთხი ტოლია მინუს ორს პლუს რაღაცის. გავაკეთოთ წინა მაგალითების მსგავსად. ჩვენი მიზანია დადებით ოთხამდე მისვლა. ვიწყებთ მინუს ორით. ვამბობთ, რომ ოთხი ტოლია მინუს ორს დამატებული რაღაც რიცხვის. უნდა წავინაცვლოთ მარჯვნივ 1, 2, 3, 4, 5, 6-ით. მარჯვნივ ექვსით წავინაცვლეთ, ანუ დავუმატეთ ექვსი. ესეიგი მინუს ორს პლუს ექვსი უდრის ოთხს. კიდევ რამდენიმე გავაკეთოთ. ვთქვათ, ექვსს პლუს რაღაც, უდრის მინუს რვას. როგორც ყოველთვის, დააპაუზეთ და ეცადეთ თქვენ თვითონ მოიფიქროთ რა იქნება ეს რაღაც. -- ჩამოვიტანოთ რიცხვითი ღერძი -- ესეიგი, ვიწყებთ ექვსით, რომელიც აქაა და უნდა დავუმატოთ რაღაც, რომ მივიდეთ მინუს რვამდე. რა უნდა ვქნათ, რომ ექვსიდან მინუს რვამდე მივიდეთ? ცხადია, მარცხნივ უნდა წავიდეთ. რამდენით უნდა წავიდეთ მარცხნივ? დავთვალოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14. თუ მარცხნივ გადავალთ 14-ით, ეს იგივე იქნება რაც ექვსისთვის 14-ის გამოკლება. რაც ნიშნავს იმას, რომ ექვსს დამატებული მინუს 14 ტოლია მინუს რვის.