If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოიცანით და დაალაგეთ მოდულები

რიცხვითი ღერძის გამოყენებით იპოვეთ მოდულები და შემდეგ დაალაგეთ მოდულები უმცირესიდან უდიდესისკენ.   შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გვთხოვენ სიის შედგენას ყველაზე პატარიდან დიდისაკენ. მაშ ასე, თითოეული ეს რაოდენობა... ...ეს გამოსახულები მოდულის ნიშნის ქვეშ წერია. მოდით, გავიხსენოთ: მოდული ნიშნავს მანძილს ნულიდან. ან, თუ მეორენაირად განვსაზღვრავთ, თუ მოდულის ნიშნის ქვეშ მოთავსებულია უარყოფითი რიცხვი, ის დადებითი გახდება. თუ ის უკვე დადებითია, ის დადებითი რჩება. მოდით, დავფიქრდეთ ამ რიცხვებზე. პირველი არის ხუთის მოდული. რა მანძილია ნულიდან ხუთამდე? ნულიდან ხუთი ერთეულის დაშორებითაა. ამგვარად, იგი ხუთის ტოლია. რიცხვით ღერძს დავხაზავ და უფრო თვალსაჩინო გახდება. ნული აქ არის, ხუთი კი-აქ. ეს მანძილი ხუთის ტოლია. ანუ, ხუთის მოდული ხუთია. ახლა კი შემდეგი რიცხვი, რომლის გამოანგარიშებასაც გვთხოვენ, არის ცხრას გამოკლებული შვიდი მოდულში. ეს იგივეა, რაც ორის მოდული. ცხრას გამოვაკლოთ შვიდი არის ორი. კიდევ ერთხელ, ორი უბრალოდ ორი ერთეულით არის დაშორებული ნულიდან. ანუ, ორია. თუ დადებითი სიდიდე გაქვს მოდულის ნიშნის ქვეშ, მაშინ ის, უბრალოდ, საკუთარ თავს უდრის. ორის მოდული არის ორი. შემდეგ გვაქვს ხუთს გამოკლებული 15 მოდულში. ხუთს გამოკლებული 15-ის მოდული. მივიღებთ: ხუთს გამოკლებული 15 არის უარყოფითი 10. ეს იგივეა, რაც უარყოფითი 10-ის მოდული. ახლა ამ საკითხის გადაწყვეტის ორი ხერხი არსებობს. თუ მოდულის შიგნით არის უარყოფითი რიცხვი, ის გახდება მისი დადებითი ვერსია. ის უბრალოდ გახდება 10. გადაწყვეტის მეორე გზა არის, თუ გაქვს უარყოფითი 10, უნდა მონიშნო რომელიმე ადგილას უარყოფითი 10. რიცხვითი ღერძის გადიდება დაგვჭირდება. ის ნულიდან 10 ერთეულის დაშორებითაა. აი, რას გვეუბნება მოდული. შემდეგ გვაქვს ნულის მოდული. ნული არის ნული ერთეულის დაშორებით რიცხვით წრფეზე. ნულის მოდული ნულია. ის უბრალოდ ნულია. აი, აქ არის. მას არ აქვს მანძილი. და ბოლოს, გვაქვს უარყოფითი სამის მოდული. ის არის ნულიდან სამი ერთეულით მარცხნივ. ან შეგიძლია გაიაზრო, რომ ის თავიდან მოიშორებს უარყოფით ნიშანს. ამგვარად, სამის ტოლია. ახლა კი ყველა მათგანი გამოვსახოთ მარტივი მთელი რიცხვებით. მოდით, დავალაგოთ ისინი პატარადან დიდისკენ. ამ მოდულებიდან რომელია ყველაზე პატარა? ეს არის ყველაზე პატარა - ნულის მოდული. დავწეროთ ნულის მოდული. რომელია შემდეგი ყველაზე პატარა? შემდეგი იქნება ორიანი. აი, ეს. მისი თავდაპირველი გამოსახულება იყო ცხრას მინუს შვიდი მოდულში. ცხრას მინუს შვიდის მოდული. და რომელია შემდეგი ყველაზე პატარა? ჩვენ გვაქვს სამი, შემდეგ ხუთი და ათი. სამიანი იქნება შემდეგი ყველაზე პატარა. მისი თავდაპირველი გამოსახულება იყო უარყოფითი სამი. შემდეგი იქნება ხუთიანი, რომელიც უბრალოდ ხუთის მოდულია. და ბოლოს გვაქვს 10, რომელიც ხუთს მინუს 15-ის მოდული იყო. და დავასრულეთ ამოხსნა.