ძირითადი მასალა
არითმეტიკა (ყველა მასალა)
კურსი: არითმეტიკა (ყველა მასალა) > თემა 3
გაკვეთილი 6: გამრავლება: თანრიგები და ფართობის მოდელები- გასამრავლებლად ფართობის მოდელისა და თვისებების გამოყენება
- გამრავლება თანრიგების მიხედვით
- განრიგებადობის კანონით გამრავლება
- გამრავლება ფართობის მოდელის (მართკუთხედის) დახმარებით: 6 X 7981
- გამრავლება ფართობის მოდელის საშუალებით: 78 x 65
- ორნიშნა რიცხვები გაამრავლეთ ფართობის მოდელებით
- მესრისებრი გამრავლება
- რატომ მუშაობს გამრავლების სტრუქტურა
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
გამრავლება ფართობის მოდელის (მართკუთხედის) დახმარებით: 6 X 7981
სალი ფართბის მოდელის (მართკუთხედის მაგალითის) დახმარებით ამრავლებს 6X7981. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მოდით, ექვსი გავამრავლოთ 7981–ზე. ამისთვის
ჩვენ რიცხვს 7981 ჯამის სახით წარმოვიდგენთ: ანუ, 7000 პლუს 900 პლუს 80 პლუს ერთი შესაბამისად,
ექვსის 7981–ზე გამრავლება იგივეა, რაც ექვსჯერ 7000-ს დამატებული ექვსჯერ 900
პლუს ექვსჯერ რვას პლუს ექვსჯერ ერთი. იმისთვის, რომ ყველაფერი უფრო
ნათლად ჩანდეს, დავხაზოთ ბადე. ესაა ექვსი. დავფიქრდეთ, რას უდრის ექვსჯერ
7000, ექვსჯერ 900, ექვსჯერ 80 და ექვსჯერ 1 რას უდრის ექვსჯერ 7000? ექვსჯერ შვიდი არის
42, შესაბამისად ექვსჯერ 7000 იქნება 42000. რა იქნება ექვსჯერ 900? რადგან ექვსჯერ
ცხრა არის 54, ექვსჯერ 900 იქნება 5400. და რა იქნება ექვსჯერ 80? 80 არის რვაჯერ
ათი, ანუ, ექვსჯერ რვა იქნება 48, მაგრამ რადგანაც რვა ათეულებს წარმოადგენს,
გვექნება 48 ათეული და გამოგვივა 480. ექვსჯერ ერთი კი, რა თქმა უნდა, ექვსია. შედეგის გასაგებად, უბრალოდ ამ რიცხვების
ჯამი უნდა გავიგოთ. გამოვთვალოთ ექვსჯერ 700-ს პლუს ექვსჯერ 900
პლუს ექვსჯერ 80 პლუს ექვსჯერ ერთი. აქვე შევკრიბოთ. 42000 პლუს 5400 პლუს 480 პლუს 6. ერთეულების ადგილას გვაქვს მხოლოდ ექვსი,
ათეულების ადგილას გვაქვს რვა, ასეულების ადგილას ოთხს პლუს
ოთხი, რაც უდრის რვას და ათასების ადგილას
ორს პლუს ხუთი, რაც შვიდს უდრის. და ბოლოს, ათი ათასების ადგილას გვაქვს ოთხი ჯამში გამოგვივიდა 47886. ახლა რაც გავაკეთეთ, არ განსხვავდება
გამრავლების ჩვეულებრივი ტექნიკებისგან. ამაზე დაფიქრება სასარგებლოა – ახლა გესმით,
რა ხდება სინამდვილეში გამრავლებისას, მე სწორედ ასე ვხსნი გამრავლების ამოცანებს. ვინმეს რომ ეკითხა, რამდენია ექვსჯერ 7981,
ფურცლის და კალმის არქონის შემთხვევაში, ჯერ დავფიქრდებოდი: რამდენია ექვსჯერ 7000? ვცდიდი, დამემახსოვრებინა პასუხი 42000.
შემდეგ, გამოვითვლიდი, რომ ექვსჯერ 900 უდრის 5400-ს.
42000-ის დამატებით კი 47400–ს მივიღებდი. ექვსჯერ 80 უდრის 480-ს.
ამას დამატებული 47400 კი იქნებოდა 47880. ბოლოს, ექვსჯერ ერთი არის ექვსი; ამას პლუს
ბოლოს დამახსოვრებული 47880 და პასუხად მივიღებდი 47886-ს. ეს მეთოდი გვეხმარება გავიგოთ, რა ხდება
მრავალნიშნა რიცხვის გამრავლებისას ამავდროულად, ეს კარგი მეთოდია
ზეპირი გამრავლებისთვის.