If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:32

ვიდეოს აღწერა

ტობი არის ფერმერი. მან დარგო 12 რიგი სტაფილო. თითოეულ რიგში არის 6 სტაფილო. რამდენი სტაფილო დაურგავს ტობის? ვცადოთ, ვიზუალურად წარმოვადგინოთ ამოცანა. გვეუბნებიან, რომ თითოეულ რიგში არის ექვსი სტაფილო. მოდი, დავხატოთ მწკრივი. ეს არის ერთი სტაფილო, ორი, სამი, ოთხი სტაფილო, აი, ხუთი და ექვსი სტაფილო. მოდი, უკეთ რომ გამოიყურებოდეს, მწვანე ნაწილსაც დავუხატავ. ეს არის სტაფილოების ერთი რიგი. გვითხრეს, რომ თითო რიგში ექვსი სტაფილოა. მაგრამ ტობიმ დარგო 12 რიგი. დავაკოპირებ და ჩავსვამ უკვე დახატულ რიგს. ეს არის 2 რიგი. აი, მესამე რიგი, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, ახლა ამ ექვსს დავაკოპირებ. ეს არის ექვსი რიგი და ახლა გავაორმაგებ, რათა მივიღო 12 რიგი. აი, ასე. ახლა აქ არის 12 რიგი. მოდით, გადავნომროთ. გვეუბნებიან, რომ თითოეულ რიგში გვაქვს ექვსი სტაფილო:1, 2, 3, 4, 5, 6. და რომ რიგების რადენობაა 12: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12. რამდენი სტაფილო დაურგავს ტობის? შეგიძლია, დაითვალო ყველა სტაფილო, მაგრამ მგონი ეს სიგიჟეა. აქ ისედაც ბევრი სტაფილოა და უფრო მეტი რომ ყოფილიყო მთელი ცხოვრება დაგვჭირდებოდა ამისთვის! საბედნიეროდ, გვაქვს გამრავლება, რომელიც ასეთ დროს შეიძლება გამოვიყენოთ. მოკლედ, თუ გვაქვს 12 რიგი და თითოეულ რიგში არის 6 სტაფილო, ეს არის 12-ჯერ 6. გვაქვს 12 რიგი, თითოში ექვი სტაფილო, ეს იგივეა, რაც ექვი სტაფილო აღებული 12-ჯერ. ანუ, უნდა გამოვთვალოთ 12x6. თუ გახსოვს გამრალების ტაბულა 12-მდე, გეცოდინება, რომ 12-ჯერ ექვსი არის 72. გამრავლების ტაბულა კარგად უნდა იცოდე, იგი მთელი ცხოვრების მანძილზე გამოგადგება. ანუ, პასუხია 72 სტაფილო.