ძირითადი მასალა
არითმეტიკა (ყველა მასალა)
კურსი: არითმეტიკა (ყველა მასალა) > თემა 3
გაკვეთილი 16: ამოცანები გამრავლებასა და გაყოფაზე- ამოცანა გამრავლებაზე: სტაფილოები
- ამოცანა გაყოფაზე: ნიჩბიანი ნავი
- ამოცანა გამრავლებაზე: პიცა
- ამოცანა გაყოფაზე: გოლები მოედანზე
- ამოცანები გამრავლებასა და გაყოფაზე
- მრავალსაფეხურიანი ამოცანები მთელი რიცხვებით
- გამრავლება-გაყოფის ამოცანა: პედლების ტრიალი
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
გამრავლება-გაყოფის ამოცანა: პედლების ტრიალი
ვიყენებთ გამრავლებას და გაყოფას, რომ შეგვეძლოს რაღაცების ვარაუდი. მარტივია? შეიძლება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ცადოთ. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
მარკი ველოსიპედის პედალს წუთში
70-ჯერ ატრიალებს. მარკის პედლების ტრიალის შეფასებებიდან
რომელია მართებული? მონიშეთ ყველა სწორი პასუხი მოდით ჯერ ცოტა დავფიქრდეთ ამაზე. 70-ჯერ წუთში წუთში 60 წამია; მარკი წუთში 70 ბრუნს აკეთებს მას რომ წუთში 60 ბრუნი გაეკეთებინა,
მაშინ ის წამში ერთ ბრუნს გააკეთებდა. რადგან ის წუთში 70 ბრუნს აკეთებს, წამში ერთზე ცოტა მეტი ბრუნი გამოდის. შევხედოთ პასუხებს,
იქნებ ეს რამეში დაგვეხმაროს პირველი გვეუბნება, რომ მარკი
პედალს წამში 4000-ჯერ ატრიალებს. ეს სისულელეა! პედალი წამში 4000–ჯერ რომ
დაეტრიალებინა, აქ გაცილებით დიდი რიცხვი იქნებოდა. აქ ეწერებოდა წამში გაკეთებული 4000 ბრუნი
გამრავლებული 60 წამზე – რაც 70–ზე მეტია. აქ კი წერია 70-ჯერ წუთში. ჩვენ ახლახანს დავასაბუთეთ,
რომ ის წამში აკეთებს 1-ზე ცოტა მეტ ბრუნს ასე რომ, ეს პასუხი მცდარია
(გადავხაზოთ პირველი სავარაუდო პასუხი) მარკი პედალს 1 საათში დაახლოებით
ერთხელ ატრიალებს. 1 საათში 60 წუთია. თუ ის წუთში 70 ბრუნს აკეთებს, მაშინ 1 საათში გააკეთებს
60–ჯერ 70 ბრუნს. ასე რომ, ესეც სისულელეა -
არც ასეთი დაუჯერებლად ნელია. მარკი ყოველ წამში
დაახლოებით ერთ ბრუნს აკეთებს. ეს უკვე დავასაბუთეთ. 1 წუთში 60 წამია. ის კი 1 წუთში 70 ბრუნს აკეთებს თუ გავყოფთ სამოცდაათს სამოცზე 70-ს 60-ზე მივიღებთ რიცხვს, რომელიც დაახლოებით რომ ვთქვათ, ცოტათი აღემატება ერთს. ანუ წამში დაახლოებით 1 ბრუნს გამოდის, რომ ეს პასუხი სწორია. ჩვენ უბრალოდ ვაფასებთ. ზუსტი პასუხის პოვნა არაა აუცილებელი ყოველ წამში დაახლოებით ერთ ბრუნს
აკეთებს ანუ, ეს პასუხი მისაღებია. მარკი პედალს ყოველ საათში დაახლოებით
4000–ჯერ ატრიალებს. დავფიქრდეთ ამაზე. თუ ის წუთში 70 ბრუნს აკეთებს
და 1 საათში 60 წუთია მაშინ 1 სთ-ში ბრუნების რაოდენობა
იქნება 70–ჯერ 60 გავამრავლოთ 7 6-ზე და მივიღებთ 42-ს,
აქვე ორი ნული გვაქვს. მივიღებთ ზუსტად 4200
ბრუნს ყოველ სთ-ში. ასე რომ, ესეც ახლოსაა სწორ პასუხთან.
ესეც მოვნიშნოთ.