ძირითადი მასალა
არითმეტიკა (ყველა მასალა)
კურსი: არითმეტიკა (ყველა მასალა) > თემა 3
გაკვეთილი 16: ამოცანები გამრავლებასა და გაყოფაზე- ამოცანა გამრავლებაზე: სტაფილოები
- ამოცანა გაყოფაზე: ნიჩბიანი ნავი
- ამოცანა გამრავლებაზე: პიცა
- ამოცანა გაყოფაზე: გოლები მოედანზე
- ამოცანები გამრავლებასა და გაყოფაზე
- მრავალსაფეხურიანი ამოცანები მთელი რიცხვებით
- გამრავლება-გაყოფის ამოცანა: პედლების ტრიალი
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ამოცანა გაყოფაზე: ნიჩბიანი ნავი
შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ომარმა ნავით ხუთ დღეში 50 მილი გაიარა. ყოველ დღე
ერთსა და იმავე მანძილს გადიოდა. რამდენი მილს გადიოდა
ომარი თითოეულ დღეს? მოდით, წარმოვიდგინოთ რა ხდება, მან გაიარა 50 მილი. ვთქვათ ეს ხაზი წარმოადგენს 50 მილს, რომელსაც ის გადის. ანუ მთელი ეს
მანძილი 50 მილია. გვეუბნებიან, რომ
ხუთ დღეში გადის ამ მანძილს. და ყოველ დღე
ერთსა და იმავე რაოდენობის მანძილს გადის. ეს 50 მილი
არის ამ ხუთ დღეში გავლილი მანძილების ჯამი. თუ გვაინტერესებს
თითოეულ დღეს რამდენს გადიოდა, ეს 50 მილი
უნდა გავყოთ ხუთ ტოლ ნაწილად. თითოეული ამ
სექციის სიგრძეა ის მანძილი, რომელსაც ის ყოველდღე გადიოდა. ვიზუალურად თუ
გამოვსახავთ-- ესაა ერთი
სექცია-- ეს მეორე-- ეს მესამე-- მეოთხე--
და მეხუთე სექცია-- ძალიან კარგად არ გამომდის–
ტოლი ნაწილები უნდა იყოს. პირველი, მეორე -- არც ეს გამოდგება-- პირველი, მეორე,
მესამე, მეოთხე და მეხუთე. ამის გაკეთება
აუცილებელი არ არის, უბრალოდ წარმოდგენაში გვეხმარება. ჩვენ გვაინტერესებს
რას უდრის ეს ერთ-ერთი მანძილი. როგორც ხედავთ,
50 მილს ვყოფთ ხუთ ტოლ ნაწილად. ანუ 50-ს
ვყოფთ ხუთზე. 50 გაყოფილი ხუთზე არის 10. ანუ თუ ის ხუთ
დღეში 50 მილს გადის და ყოველ დღე ერთსა და იმავე მანძილს გადის მაშინ ის დღეში ათ მილს გადის. ესეც ასე.