If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

10-ზე გამრავლების ამოცანები

ამოცანის ამოსახსნელად, ლინდსი ამრავლებს 90-ს 4-ზე. შემქმნელია ლინდსი სპირსი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოხალისე ჯგუფი ხეებს ხუთ სხვადასხვა პარკში რგავს. თითო პარკში მათ 90 ხე დარგეს და გვაინტერესებს, სულ რამდენი ხე დარგო ჯგუფმა? კარგი ჯგუფია. მოდი, ორივე ვარიანტი ვნახოთ, ამ ამოცანის ამოხსნის. ერთი ვარიანტი არის რა? დარგეს პირველში 90, შემდეგ მეორე პარკშიც დარგეს 90, შემდეგ მესამე პარკშიც დარგეს 90, მეოთხე პარკშიც დარგეს 90 და მეხუთე პარკშიც დარგეს 90 ხე. ანუ, ვკრებთ. მეორე ვარიანტი არის ასეთი. 90 ხე მათ დარგეს ხუთჯერ. ორივე ვარიანტი, წესით და რიგით სწორ პასუხამდე მიგვიყვანს. და მოდი, ორივე ვარიანტი გავაკეთოთ და ვნახოთ, რომელი უფრო მოგვეწონება. პირველი, პირველი ვარიანტი მოდი, ესე გავაკეთოთ, ცხრა ათეული გვაქვს ანუ 90. ცხრა ათეულს დამატებული ცხრა ათეული არის 18 ათეული. კიდევ დამატებული ცხრა ათეული, არის 27 ათეული. კიდევ დამატებული ცხრა ათეული, არის 36 ათეული და კიდევ დამატებული ცხრა ათეული არის 45 ათეული, ანუ 450. 45 ათეული, არის იგივე 450. ეს არის პასუხი. ახლა მოდი, აქეთ ვნახოთ. 90 გამრავლებული ხუთზე, არის იგივე, რაც ცხრა ათეული გამრავლებული ხუთზე. ანუ, არის 45 ათეული. ანუ, არის 450. ესე იგი, ესეც არის სწორი, ცხადია. და მე მაგალითად, ეს ვარიანტი უფრო მომწონს. იმიტომ რომ, გაცილებით სწრაფია და ნაკლები აზროვნება მიწევს, ვიდრე ამ შემთხვევაში, როცა ბევრჯერ უნდა შევკრიბო. ზოგადად, ასეთ მაგალითებში, გამრავლების ხერხით უფრო მალე მივდივართ პასუხამდე. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ აბაშიძის დახმარებით)