ძირითადი მასალა
არითმეტიკა (ყველა მასალა)
კურსი: არითმეტიკა (ყველა მასალა) > თემა 3
გაკვეთილი 7: მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება- ორნიშნა რიცხვის ერთნიშნაზე გამრავლება
- სამნიშნა რიცხვის ერთნიშნაზე გამრავლება
- სამნიშნა რიცხვების ერთნიშნაზე გამრავლება (დაჯგუფება)
- ოთხნიშნა რიცხვების ერთნიშნაზე გამრავლება (დაჯგუფება)
- ორნიშნა რიცხვების გამრავლება
- ორნიშნა რიცხვის ორნიშნაზე გამრავლება: 36x23
- ორნიშნა რიცხვების ორნიშნაზე გამრავლება: 23x44
- მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ორნიშნა რიცხვების ორნიშნაზე გამრავლება: 23x44
ისწავლეთ ორნიშნა რიცხვების გამრავლება. ამ ვიდეოში ჩვენ გავამრავლებთ 23-ს 44-ზე. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
გამოვთვალოთ 23-ჯერ 44. ჩვენი ამოცანის სირთულე, ან, პრინციპში, პირველი სირთულე ეს წერტილია. ალბათ,
გაგიკვირდებათ, რომ ისიც ნიშნავს გამრავლებას. შეგვეძლო,
გამრავლება მეორენაირადაც ჩაგვეწერა. შეგვეძლო, დაგვეწერა, როგორც 23 ფრჩხილებში
და 24 ფრჩხილებში. ფრჩხილებს გვერდიგვერდ წერ აი, ასე. ეს გულისხმობს გამრავლებას. ასე რომ, ახლა ვიცით, რომ
ვამრავლებთ. მოდით, ამოვხსნათ ამოცანა. უნდა გავამრავლოთ 23...
უფრო დიდად დავწეროთ. ვაპირებთ, გავამრავლოთ 23 44–ზე. დავწერ ტრადიციულ გამრავლების ნიშანს აქ... რომ არ დაგვავიწყდეს, რომ ვამრავლებთ. როცა რიცხვებს ვერტიკალურად წერენ,
წერტილს იშვიათად იყენებენ. მოდით, დავიწყოთ გამრავლება. დავიწყოთ... ეს ოთხიანი ერთეულების ადგილას გამრავლებული 23-ზე. მოკლედ, 3-ჯერ 4 არის 12. ვწერთ 2-ს ერთეულის ადგილას. მოგვიწევს, ეს ერთი გადავიტანოთ, ანუ,
ის უნდა გადავაჯგუფოთ ათეულების ადგილას. ასე რომ, ეს არის 12, აი, აქ ვწერთ 1-ს. ახლა გაქვს 4-ჯერ 2, რაც არის 8,
8-ს პლუს 1 არის 9. გამოდის რომ 4, აი ეს 4, გამრავლებული 23-ზე არის 92. აი, ეს ამოვხსენით ახლა. მოდით, ახლა გავიგოთ, რა არის აი ეს,
მეორე 4-იანი გამრავლებული 23-ზე. ახლა, რასაც გავაკეთებთ, ამის გაკეთება
ყოველთვის, მექანიკურად მოგიწევთ. აი, აქ დავწერთ ნულს. რატომ? იმიტომ ვსვამთ აქ ნულს, რომ რადგან 4-იანი, რომელზეც რიცხვს ვამრავლებთ,
ათეულების ადგილასაა. 3-ნიშნა ან 4-ნიშნა რიცხვი რომ გვქონოდა, და ასეულების ადგილთან რომ გვქონოდა საქმე, უფრო მეტ ნულიანს დავწერდით.
ჩვენ უკვე გავამრავლეთ 4-ზე 23 და მივიღეთ 92. ეს უკვე ვიცით. ისევ თუ გავამრავლებთ 4-ს 23-ზე, ისევ 92-ს მივიღებთ. მაგრამ ეს 4 სინამდვილეში ხომ 40-ია,
ამიტომ, სწორი პასუხი 920 იქნება! აი, ამიტომ ვსვამთ 0-ს აქ. აი, ცოტა ხანში უკეთ მიხვდებით. ჩვენ გვაქვს... მოდით, ფერს შევცვლი. აი, ამ 4-ს ვამრავლებთ ახლა. 4-ჯერ 3 არის 12. ჩავსვათ 2 აქ. ათეულების ადგილას უნდა ჩავწეროთ, რადგან
ეს 4 4-ია, გამრავლებული 3-ზე. მოდით, დაფიქრდით ამაზე, მთელ პროცესზე. ესაა შემდეგი თავისუფალი ადგილი. 4-ჯერ 3 არის 12. გადაგვაქვს 1. ლურჯი ერთიანი წინა გამრავლებიდანაა ყურადღებას არ ვაქცევთ არაფერი არ აგვერიოს. ეს ამ ოთხიანის გამრავლებისას
მივიღეთ. ახლა გვაქვს 4-ჯერ 2, რაცაა 8, პლუს 1,
რაცაა 9, ასე რომ, გამოვთვალეთ, რომ 4-ჯერ 23 არის 91
და ეს მწვანე 4-იანი გამრავლებული 23 არის 920,
იმიტომ, რომ მწვანე 4 სინამდვილეში 40-ია. ის ათეულების ადგილასაა. ანუ, როცა ვამრავლებთ 44-ს 23-ზე, ეს იქნება
4-ჯერ 23, რაც არის 92, პლუს 40-ჯერ 23,
რაც არის 920. მინდა, კარგად გაიგოთ, რასაც ვაკეთებთ აქ. მოდით, შევკრიბოთ ეს ორი პასუხი. ერთმანეთს მივუმატოთ. 2-ს პლუს 0 არის 2. 9-ს 2 არის 11. გადაგვაქვს 1. 1-ს პლუს 9 არის 10. აქ მძიმე დავსვათ, რომ უკეთ წავიკითხოთ ყოველი მესამე ციფრი. ასე რომ, 23-ჯერ 44 არის 1,012.