If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:03

ვიდეოს აღწერა

ჩაწერეთ 5+5+5+5+5+5+5 გამრავლების სახით. გვთხოვენ, ჩავწეროთ ეს გამოსახულება სამი სხვადასხვა გზით. ჯერ პირველი ნაწილი გავაკეთოთ. გამოვსახოთ ეს ჯამი ნამრავლით. ვნახოთ, რამდენი ხუთი შევკრიბეთ? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7. სხვა მხრივ რომ შევხედოთ, რა გვაქვს აქ? რამდენი ხუთი გვაქვს? როგორც ვნახეთ, ხუთს დავუმატეთ ხუთი შვიდჯერ. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის შვიდჯერ ხუთი. ეს გამოსახუება შეგვიძლია ჩავწეროთ, როგორც შვიდჯერ ხუთი, და ეს ზუსტად იგივეა, რაც ხუთჯერ შვიდი. ჯერ არ დავწერ ამას მათემატიკურად. უბრალოდ, დავაკვირდეთ: ვთქვათ, დავინახეთ შვიდი ცალი ვაშლი. შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის შვიდჯერ ერთი ვაშლი ან ერთჯერ შვიდი ვაშლი. დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს. აქ რიცხვებს ვკრებთ. შეგვიძლია, გამოვთვალოთ პასუხი. მათემატიკურად ეს ნამრავლი ასე ჩაიწერება: 7x5 ან კიდევ 7 . 5, წერტილის გამოყენებით. ეს ორი ჩანაწერი ერთსა და იმავეს აღნიშნავს. ეს ჩანაწერი ნიშნავს, რომ ხუთს ვამრავლებთ შვიდზე, ან შვიდს ვამრავლებთ ხუთზე. რიცხვების ადგილის შეცვლა შეგვიძლია, რადგან ეს პასუხს არ შეცვლის. ანუ, შეგვიძლია, დავწეროთ, 5x7. შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ, როგორ ჩაწერთ ამ ნამრავლს: როგორც შვიდჯერ ხუთს თუ ხუთჯერ შვიდს. არ დაიბნეთ, უბრალოდ, მინდა გაჩვენოთ, რომ ორივე ერთი და იგივეა და ესეც იმავეს აღნიშნავს: 5-ჯერ 7. შეგვიძლია, დავწეროთ რიცხვები ფრჩხილებში, ესეც გამრავლებას ნიშნავს. ესეც არის 7 ჯერ 5 და ესეც. ეს ყველაფერი გამოხატავს ერთსა და იმავეს: 5 ჯერ 7. მოდით, გამოვთვალოთ პასუხი. თუ ხუთს დავუმატებთ ხუთს შვიდჯერ, რას მივიღებთ? ხუთს დამატებული ხუთი არის 10, 10-ს პლუს 5 არის 15, 15-ს დამატებული 5 არის 20, 20-ს დამატებული 5 არის 25, 25-ს პლუს 5 არის 30, 30-ს პლუს 5 არის 35. ანუ ყველა ეს ნამრავლი არის 35. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გსურს, წარმოადგინო ნამრავლი. ეს იგივეა, რომ დავწეროთ ხუთჯერ შვიდი. ამოცანა არ გვეკითხებოდა ნამრავლის პასუხს, მაგრამ რას ვკარგავთ. 7 აღებული 5 ჯერ იქნება იგივე, რაც 7+7+7+7+7 ანუ, შვიდი აღებული ხუთჯერ. ანუ, შვიდს დავუმატეთ შვიდი ხუთჯერ, როგორც ხედავთ, აქ წერია ხუთი შვიდიანი და თუ მათ შევკრებთ, მივიღებთ 35-ს, ამიტომაც არის, რომ 7x5 იგივეა, რაც 5x7.