ძირითადი მასალა
არითმეტიკა (ყველა მასალა)
კურსი: არითმეტიკა (ყველა მასალა) > თემა 3
გაკვეთილი 15: მრავალნიშნა რიცხვების გაყოფა (ნაშთებით)- ქვეშმიწერით გაყოფა (ნაშთები): შესავალი
- გაყავით 10-ეულების გამოყოფით
- მრავალციფრიანი გაყოფა
- ორნიშნა რიცხვზე გაყოფა: 6250÷25
- ორნიშნა რიცხვზე გაყოფა: 9815÷65
- ორნიშნა რიცხვზე გაყოფა: 7182÷42
- ორნიშნა რიცხვებზე გაყოფა
- გაყოფა ნაწილობრივი განაყოფის მეთოდით: შესავალი
- გაყოფა ნაწილობრივი განაყოფის მეთოდით: მაგალითი, რომელშიც ძალიან დიდი რიცხვებია გამოყენებული
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ორნიშნა რიცხვზე გაყოფა: 7182÷42
ისწავლეთ 7182-ის÷42-ზე გაყოფა. ნაშთი არ არის. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
- რა არის 40 და რა არის 300(1 მოწონება)
ვიდეოს აღწერა
7182 გავყოთ 42-ზე. წინა მაგალითისგან ეს განსხვავდება იმით, რომ
ვყოფთ ორნიშნა რიცხვზე და არა ერთნიშნაზე. მაგრამ აზრი იგივეა. ვამბობთ:
იყოფა თუ არა 7 42–ზე? 7–ში 42 არც ერთჯერ არ ეტევა, ამიტომ
ჩამოვიტანოთ კიდევ ერთი რიცხვი. 71 იყოფა თუ არა 42–ზე? 71-ში 42 მოთავსდება ერთჯერ და ჩვენ..
-- დავიმახსოვროთ გაყოფის დროს -- ვამბობთ: "42 მოთავსდება 71–ში
ერთჯერ," მაგრამ, სინმადვილეში, ვამბობთ:
"42 მოთავსდება 7100–ში ასჯერ," რადგან ერთიანს ვწერთ ასეულების ადგილზე. ამას თავი დავანებოთ
და მივუბრუნდეთ გაყოფის პროცესს. მოკლედ,
ერთჯერ 42 არის 42 და ახლა ვაკლებთ: ახლა, შეგიძლიათ, 71-ს
გამოაკლოთ 42 გონებაში, რადგან იცით: "72-ს გამოკლებული 42 იქნება 30, ასე
რომ, 71 გამოკლებული 42 იქნება 29." შეგვიძლია
იგივე დაჯგუფებითაც გავაკეთოთ. რომ დავაჯგუფოდ, ერთს უნდა
გამოვაკლოთ 2, რასაც ვერ გავაკეთებთ, -- ტრადიციული გზით -- ამიტომ,
70-დან ავიღოთ 10 -- ეს გახდება 60 -- და დავუმატოთ ეს 10
ერთეულების ადგილს და ეს გახდება 11. ასე რომ, 11-ს გამოკლებული 2
არის 9 და ექვსს გამოკლებული 4 არის 2. მიიღებთ 29-ს. შეგვიძლია ჩამოვიტანოთ
შემდეგი რიცხვი. ჩამოგვაქვს 8. -- ეს მართლა ხელოვნებას
გავს, როცა მრავალნიშნა რიხვს ვყოფთ -- უნდა დავადგინოთ,
42 რამდენჯერ მოთავსდება 298–ში. ფრთხილად უნდა იყო, რომ შეცდომა არ დაუშვა. კარგად უნდა დააკვირდე,
თუ დაუშვი შეცდომა, თავიდან სცადე. შეცდომაა, თუ ამბობ,
რომ ეს მოთავსდება ამაში ცხრაჯერ, გაამრავლებ ცხრას 42-ზე
და მიიღებ 298–ზე მეტს ე.ი. გადააჭარბე. თუ იტყვი, მოთავსდება
ამაში სამჯერ, გაამრავლებ სამს 42-ზე, მიიღებ რაღაც რიცხვს აქ, გამოაკლებ და
მიიღებ 42-ზე მეტს ე.ი. ისევ შეგეშალა. და უნდა გადაასწორო. ვნახოთ, გადავავლებ თვალს. ეს არის, დაახლოებით.
40, ეს არის, დაახლოებით, 300. 40 მოთავსდება 300–ში იგივეჯერ,
რამდენჯერაც 4 მოთავსდება 30–ში, ეს იქნება, დაახლოებით, 7. ვნახოთ თუ სწორია. შვიდჯერ 2 არის 14, შვიდჯერ
4 არის 28, დამატებული 1 არის 29. გამოდის, რომ საკმაოდ ახლოს ვართ. ჩემი ნაშთი აქ: დააკვირდით, 294 არის
298-ზე ნაკლები, სწორად გამომითვლია. ჩემი ნაშთიც 42-ზე ნაკლებია, რაც ისევ
ამტკიცებს იმას, რომ სწორად დავიანგარიშე. მოდით,
დავუმატოთ კიდევ ერთი რიცხვი, ჩამოვიტანოთ ეს 2. ვეკითხებით საკუთარ თავს:
"42 რამდენჯერ მოთავსდება 42–ში?" 42 მოთავსდება 42-ში ზუსტად ერთჯერ. ერთჯერ 42 არის 42 და არ გვაქვს ნაშთი. ეს, საბედნიეროდ, ზუსტად გაიყო. 7182 გაყოფილი 42–ზე არის 171.