If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გაყოფის გამოსახვის მეთოდები

სალი გვასწავლის სხვადასხვა მეთოდს, როგორ ჩავწეროთ 18 გაყოფილი 2-ზე.   შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

როგორ შეიძლება გამოვსახოთ 18 ყუთის ორ თანაბარ შეკვრად გაყოფა? იპოვეთ სამი სხვადასხვა ხერხი გაყოფის ჩასაწერად. იპოვეთ გამოსახულების მნიშვნელობა. მოდით, აქიდან დავიწყოთ. გვაქვს 18 ყუთი და მათი ორ თანაბარ ნაწილად გაყოფა, ანუ 18-ის ორზე გაყოფა გვინდა. ჯერ მოვიფიქროთ ეს როგორ უნდა ჩავწეროთ, ხოლო შემდეგ დავფიქრდებით მნიშვნელობებზე. ჩვენ შეგვიძლია ეს ჩვწეროთ, როგორც 18-ის ორთან შეფარდება, რაც 18-ის ორზე გაყოფას ნიშნავს. ან შეგვიძლია დავწეროთ 18 გაყოფილი ორზე, ან, შეგვიძლია დავწეროთ, როგორც 18 გაყოფილი ორზე ასე. მანამ, სანამ, პირობის მიხედვით, ვიპოვით გამოსახულებების პასუხზე, დავფიქრდეთ რას ნიშნავს ეს. გვაქვს 18 ყუთი და მათი ორ თანაბარ შეკვრად გაყოფა გვინდა. დავხატავ 18 ყუთს. გვაქვს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18. აი ესეც 18 ყუთი და მე მათ შუაზე გავყოფ, ორ თანაბარ ჯგუფად. იმისათვის, რომ გავყო ორ ჯგუფად, თანაბარი რაოდენობის ყუთებით, მე მათ შემოვხაზავ. ზედა ნაწილი იყოს პირველი ჯგუფი, ხოლო ქვედა, მეორე. და ეს ჯგუფები ტოლია. რამდენი ყუთია თითოეულ ჯგუფში? ზედა ჯგუფშია 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, ქვედაში კი - 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 18 ყუთი გაიყო ორ ჯგუფად, რომლებშიც ცხრა-ცხრა ყუთია, ანუ 18 გაყოფილი ორ თანაბარ ჯგუფად არის ცხრა–ცხრა, ან 18 გაყოფილი ორზე არის ცხრა, ან ორი 18-ში თავსდება ცხრაჯერ.