If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

წილადების გამრავლება

ვიდეოს აღწერა

გავამრავლოთ ხუთი მეექვსედი ორ მესამედზე და შემდეგ გავამარტივოთ მიღებული პასუხი. მოდი დავწეროთ. ესე იგი, გვაქვს ხუთი მეექვსედი და ამას ვამრავლებთ ორ მესამედზე. წილადების გამრავლებისას რა ხდება? მრიცხველები მრავლდება ერთმანეთზე და მნიშვნელები მრავლდება ერთმანეთზე. ძალიან მარტივია. ამიტომ, დავწერთ ჩვეულებრივად ხუთჯერ ორს ზემოთ. ანუ ხუთი გამრავლდება ორზე და ეს იქნება მრიცხველი. ახალი მიღებული წილადის მრიცხველი. ესე იგი, დავწეროთ მოდი. ხუთჯერ ორი. და მნიშვნელში გვექნება ექვსჯერ სამი. ექვსჯერ სამი. ახლა ვნახოთ რა არის ახალი მრიცხველი? ეს არის 10. და რა არის ახალი მნიშვნელი? ეს არის 18. მივიღეთ, რომ ხუთი მეექვსედი გამრავლებული ორ მესამედზე უდრის ათ მეთვრამეტედს. ეს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც ხუთი მეექვსედის ორი მესამედი, ან როგორც ორი მესამედის ხუთი მეექვსედი. ორივენაირად შეიძლება. ახლა, თუ დავაკვირდებით, 10 და 18, ორივე რაღაც საერთო რიცხვზე იყოფა. ეს საერთო რიცხვი, მარტივია მიხვედრა, რომ არის ორი. იმიტომ, რომ ორივე ლუწია. ამიტომ მოდი გავყოთ ორივე, რომ გავამარტივოთ ეს წილადი. 10 გაყოფილი ორზე არის... ნუ ვნახავთ რაც არის. ორივე გავყოთ ჯერ ორზე და ახლა დავწეროთ. 10 გაყოფილი ორზე არის 5 და 18 გაყოფილი ორზე არის ცხრა. ესე იგი, გამარტივებული სახე ამ წილადის და ჩვენი პასუხის არის ხუთი მეცხრედი. მაგრამ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ სანამ მივიღებთ საბოლოო პასუხსაც. ანუ, გამრავლების პროცესშიც. შევხედავთ ორიანი გვაქვს ზემოთ და ქვემოთ გვაქვს რაღაც რაც იყოფა ორზე, ხო? ანუ, ექვსი. ორივე თუ გავყავით ორზე მივიღებთ ერთს და სამს. ხუთი იქნება მრიცხველში დარჩენილი და მნიშვნელში გვექნება სამჯერ სამი, ანუ ცხრა. ასეც შეიძლებოდა გვექნა. ან საერთოდ შეგვეძლო ესეც კი არ დაგვეწერა და თავიდანვე შეგვეხედა ორი წილადისთვის და გვეთქვა, რომ მრიცხველში არის ორიანი, მნიშვნელში არის ექვსიანი. მოდი ესენი შევკვეცოთ, ანუ ესენი გავყოთ ორზე. მაშინ გვექნებოდა რა? იგივე ზუსტად, რაც წინა შემთხვევაში დავწერე. ორი გახდება ერთი, ორზე გაყოფის შედეგად, და ექვსი გახდება სამი. და ზუსტად იგივე ლოგიკით ხუთჯერ ერთი მოგვცემს ხუთს და სამჯერ სამი მოგვცემს ცხრას. ანუ ისევ და ისევ მივიღებთ ხუთ მეცხრედს პასუხად. ამისი დადებითი მხარე ისაა, ანუ თავიდანვე ამის გაკეთების, რომ რიცხვები უფრო პატარაა, ანუ უფრო პატარა რიცხვები წერია. და უფრო მარტივია ვიცნოთ, თუ რომლები იზიარებენ საერთო გამყოფებს. (სუბტიტრები შექმნილია ნიკოლოზ სიხარულიძის დახმარებით)