If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოცანები წილადების გამრავლებაზე: მაფინები

სალი ხსნის ამოცანას ორი წილადის გამრავლებით. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ბანანის და შვრიის ფუნთუშის რეცეპტით მომზადებას სჭირდება 3/4 ჭიქა შვრია. თქვენ უნდა გააკეთოთ რეცეპტის 1/2. რამდენი შვრია დაგჭირდებათ ფუნთუშის გასაკათებლად? თუ სრულ რეცეპტს სჭირდება 3/4 ჭიქა და თქვენ აკეთებთ ულუფის ნახევრს, თქვენ გჭირდება 3/4-ის ნახევარი, არა? თქვენ გჭირდებათ ნახევარი რაოდენობის შვრია იმისა, რაც გამოიყენება სრულ რეცეპტში. თქვენ გჭირდება 3/4-ის 1/2. თქვენ უბრალოდ ამრავლებთ 1/2-ს 3/4-ზე, და ეს უდრის... თქვენ ამრავლებთ მრიცხველებს. 1-ჯერ 3 არის 3. 2-ჯერ 4 არის 8. და მზადაა! თქვენ გჭირდებათ 3/8 ჭიქა შვრია. მოდით, წარმოვიდგინოთ ეს, რომ უფრო გასაგები იყოს. მოდით, დავხატოთ, როგორ გამოიყურება 3/4, ანუ, რეალურად რამდენი შვრია დაგჭირდებოდათ სტანდარტულ სიტაუციაში, თუ დაამზადებდით სრული რეცეპტით. მოდით, დავხატოთ. ვთქვათ, ეს არის მთლიანი ჭიქა. თუ გავყოფთ ოთხად... მოდით, უფრო კარგად გავყოფ. თუ დავანაწილებთ ოთხად, 3/4 იქნება სამი ცალი ეს, ანუ, იქნება ერთი, ორი, სამი. აი, ამდენი შვრია იქნება 3/4. თქვენ გინდათ ამის ნახევარი, ხომ? იმიტომ, რომ თქვენ ამზადებთ რეცეპტის ნახევარს. ჩვენ შეგვეძლია, ეს უბრალოდ გავყოთ ნახევარზე. მოდით, აღვნიშნოთ სხვა ფერით. თქვენ სტანდარტულ შემთხვევაში გამოიყინებდით სტაფილოსფერი რაოდენობის შვრიას, მაგრამ რადგან ვამზადებთ ნახევარს, დაგვჭირდება ამ რაოდენობის ნახევარი შვრია. თქვენ დაგჭირდებათ აი, ამდენი შვრია. მოდით, ეხლა დავფიქრდეთ რამდენია ეს მთლიან ჭიქასთან შედარებით. ერთი გზა არის, რომ ეს ოთხი ნაწილი, ან ოთხი სექცია ჭიქის, გარდავქმნათ ჭიქის რვა სექციად. მოდით, ვნახოთ, რა მოხდება, თუ ამას გავაკეთებთ. ჩვენ, რეალურად, გარდავქმნით თითო ნაწილს, თითო მეოთხედს, ორ ნაწილად. მოდით, გავყოთ თითოეული მათგანი ორად. ეს არის პირველი ნაწილი. ჩვენ უნდა გავყოთ ეს ორად აი, აქ, ანუ, ეხლა არის ორი ნაწილი. ეს არის შემდეგი ნაწილი აი, აქ. ჩვენ ვყოფთ ამას ორად. ეს არის მესამე ნაწილი, ჩვენ ვყოფთ ორად, და ეს არის მეოთხე ნაწილი, მეოთხე სექცია, და ჩვენ მას ვყოფთ ორ ნაწილად. რა ნაწილი არის ეს მთლიანის? ჩვენ ეხლა გვაქვს რვა ნაწილი, ხომ? ერთ, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, იმიტომ, რომ ჩვენ გარდავქმენით ყოველი ოთხი, და დავყავით ისინი რვა ნაწილად, ანუ, ჩვენ გვაქვს რვა როგორც მნიშვნელი და ჩვენ ავიღეთ 3/4-ის ნახევარი ხომ? გახსოვდეთ, 3/4 იყო სტაფილოსფერი. მოდით, განვმარტოთ, რომ ამ ნახატმა არ დაგვაბნიოს ეს იყო 3/4 აი იქ. ეს არის 3/4. ეს მხარე იასამნისფერში არის 3/4-ის 1/2. მაგრამ მოდით, დავფიქრდეთ რვებზე. რვის რამდენი მონაკვეთი არის ეს? თქვენ გაქვთ რვის ერთი ნაწილი აქ, რვის ორი ნაწილი აქ, რვის სამი ნაწილი, ანუ, ეს გამოდის 3/8. იმედია, ასე გასაგებია და გაძლევთ საშუალებას თვალით აღიქვათ, რას ნიშნავს, როცა იღებთ 3/4-ის 1/2-ს.