If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

შერეული რიცხვების ჩაწერა წილადის გაყოფის საშუალებით

სალი გვიხსნის კავშირს წილადებს, გაყოფასა და შერეულ რიცხვებს შორის. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

უკვე ვნახეთ, რომ წილადი ორი მეცხრედი, შეგვიძლია წარმოვადგინოთ, როგორც ორი გაყოფილი ცხრაზე. მოდით ორს იმავე ფერით დავწერ წილადი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც მრიცხველი გაყოფილი მნიშვნელზე ამას მრავალ საინტერესო დასკვნამდე მივყავართ, ზოგიერთი მათგანი უკვე ვნახეთ, ზოგი ჩვენთვის ახალი იქნება. მაგალითად, თუ გვაქვს წილადი შვიდი მეშვიდედი, ის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც შვიდი გაყოფილი შვიდზე როგორც, მრიცხველი გაყოფილი მნიშვნელზე შვიდი გაყოფილი შვიდზე, რა თქმა უნდა, უდრის ერთს. ეს კარგად ესაბამება იმას, რაც უკვე ვისწავლეთ. შვიდი მეშვიდედი იქნებადა ერთი მთელი, ხოლო ერთი მთელი იგივეა, რაც ერთი ამ ყველაფრის უფრო საინტერესოდ გაკეთებაც შეგვიძლია. შეგვიძლია ავიღოთ, მაგალითად, 18/6 და სავფიქრდეთ, ეს იგივე რაც, 18 გაყოფილი ექვსზე, რაც, როგორც ვიცით, უდრის სამს. მოდით დავფიქრდეთ და შევამოწმოთ. რამდენად ლოგიკურია, რომ 18/6 უდრის სამს? შეგვიძლია ჩამოვწეროთ ჯერ დავწეროთ 18/6. მეექვსედს იმავე ნარინჯისფერი ფერით დავწერ. ეს იგივეა, რაც ექვსს პლუს ექვსი პლუს ექვსი უდრის 18-ს. ეს ყველაფერი შეფარდებული ექვსთან იგივეა, რაც ექვს მეექვსედს პლუს ექვსი მეექვსედი პლუს ექვსი მეექვსედი. ამას აქ ნარინჯისფრად დავწერ. ბევრი ვიდეოს წინ ნვახეთ, რომ ექვსი მეექვსედი, ისევე როგორც შვიდი მეშვიდედი უდრის ერთ მთელს. ორივე უდრის ერთს. ახლა განვიხილოთ ეს, როგორც ექვსი გაყოფილი ექვსზე, რაც უდრის ერთს. ეს არის ერთს პლუს ერთი პლუს ერთი, რაც, რა თქმა უნდა, უდრის სამს. ეს ბადებს საინტერესო კითხვას. ეს ყველაფერი კარგად მუშაობს რადგან 18 არის ექვსის ჯერადი, 18 ზუსტად იყოფა ექვსზე. რა მოხდება, თუ გამოვიყენებთ წილადებს, რომლებშიც მნიშვნელი ზუსტად არ ყოფს მრიცხველს? მაგალითად გვაქვს ასეთი წილადი, ავიღოთ 23 შეფარდებული ექვსთან. ჩვენ ვიცით, რომ ამას ვერ წარმოვიდგენთ, როგორც 23-ს გაყოფილს ექვსზე. მოდით 23 გავყოთ ექვსზე. ჩვენ ვიცით, რომ ექვსი 23-ში სამჯერ ეტევა. სამი გამრავლებული ექვსზე არის 18. როდესაც 23-ს გამოვაკლებთ 18-ს, ნაშთად დაგვჩება ხუთი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 23 გაყოფილი ექვსზე უდრის სამს და ნაშთად გვრჩება ხუთი. თუმცა ეს არაა დამაკმაყოფილებელი, ამ ნაშთს რა ვუყო? ეს არ არის ჩვენთვის საჭირო რიცხვი, ის უბრალოდ გვეუბნება, რომ სამჯერ ვეტევით ზუსტად და კიდევ ნაწილი გვჩება. ჩვენ შეგვიძლია პატარა მანიპულაცია გავაკეთოთ, რათა უკეთ გავიაზროთ, რომ ეს არის რიცხვი, უფრო კონკრეტულად კი - ეს არის შერეული რიცხვი. მაგალითად, დავიწყოთ 23-ის შეფარდებით ექვსთან და შეგვიძლია დავყოთ მრიცხველი ორად, დავანაწევროთ მრიცხველი ორად. აქედან ერთი ნაწილი გაიყოფა ექვსზე, უნაშთოდ გაიყოფა ექვსზე, ხოლო მეორე იქნება ნაშთი. მაგალითად, 23 შეფარდებული ექვსთან შეგვიძლია დავწეროთ, როგორც 18-ს პლუს ხუთი შეფარდებული ექვსთან. ყურადღება მიაქციეთ, 23 დავყავით ერთ ნაწილად, რომელიც იყოფა ექვსზე და არის ექვსის უდიდესი ჯერადი რომელიც ეტევა 23-ში. ან არის 23-ზე ნაკლები ან მისი ტოლი და მეორე ნაწილად ნაშთი დავტოვეთ. როდესაც 23-ს ვყოფთ ექვსზე, ნაშთად გვრჩება ხუთი. ამას ასე უნდა შევხედოთ: მე ის დავყავი ნაშთად და დანარჩენ ყველაფრად. ეს იმიტომ არის საინტერესო, რომ ეს ყველაფერი არის 18 შეფარდებული ექვსთან პლუს ხუთი შეფარდებული ექვსთან. ჩვენ უკვე ვიცით, რომ 18/6 იგივეა, რაც 18 გაყოფილი ექვსზე, რაც უდრის სამს. ეს იქნება სამის ტოლი. ჩვენ ვიცით, რომ 23 შეფარდებული ექვსთან იგივეა, რაც 18-ს მიმატებული ხუთი შეფარდებული ექვსთან. ეს იგივეა, რაც სამს მიმატებული ხუთი მეექვსედი. ეს შეგვიძლია ჩავწეროთ როგორც შერეული რიცხვი. მივიღეთ სამი და ხუთი მეექვსედი.