If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:6:25

ვიდეოს აღწერა

ეს მთლიანი ფილა ერთ მთელს აღნიშნავს მინდა, მიპასუხოთ: დანარჩენი ფილებიდან რომელი აღნიშნავს 1/2-ს? უნდა ვიპოვოთ 1/2, მთელის ნახევარი შეაჩერეთ ვიდეო და დამოუკიდებლად სცადეთ ამოხსნა. დავხატავ ახალ ფილას ნახევარი რომ გამოვსახოთ, დავყოფ ორ ტოლ ნაწილად და გავაფერადებ მხოლოდ ერთს, რადგან ერთ ცალ ნახევარს ვეძებ ასე გამოიყურება ერთი ნახევარი აქედან არცერთი არ არის დაყოფილი ნახევრებად ეს არის დაყოფილი მეოთხედებად შემდეგი არის დაყოფილი მეხუთედებად მეოთხე არის დაყოფილი მეექვსედებად ეს კი არის დაყოფილი მესამედებად ეს ერთი ნახევარი უნდა დავუკავშიროთ მთელის რაიმე სხვა რაოდენობად დაყოფის ხერხს. მარტივი იქნება ამ ფილის ოთხ ტოლ ნაწილად დაყოფა. დავყოთ ოთხ ნაწილად ეს არის იგივე, რაც ერთი ნახევარი, 1/2 არაფერი არ შევღებე, უბრალოდ, დავყავი მეტ ნაწილად ვხედავთ, რომ ერთი ნახევარი არის იგივე, რაც ორი მეოთხედი აქაც ვხედავთ, რომ გვაქვს 2/4 გამოდის, რომ 1/2 იგივეა, რაც 2/4 ეს ნაწილი მარცხნივ რომ გადაგვეტანა, ზუსტად ერთნაირები იქნებოდნენ აქაც ერთი ნახევარია შეღებილი გადავიდეთ მეხუთედებზე აქ არის მოცემული 3/5 ეს არის 3/6 ეს კი - 1/3 დავხატავ 3/5-ს დავყოფ ფილას მეხუთედებად დავუშვათ, რომ ყველა ნაწილი ტოლია. გავაფერადე 3/5 ეს ფიგურა არის უბრალოდ პირველი ფიგურის გადალაგება. აშკარად ჩანს, რომ 3/5 მეტია, ვიდრე 1/2 პირველ ფილაში 3/5 ამდენი იქნებოდა 3/5 და 1/2 ნამდვილად არ არიან ტოლები დავფიქრდეთ 3/6-ზე, დავხატავ ახალ ფილას. ვიცით, რომ თუ ორად გავყოფ და ერთ ნახევარს გავაფერადებ, მივიღებ 1/2-ს როგორ უნდა გადავაქციო ფილა მეექვსედებად? თუ თითოეულ ნახევარს დავყოფ სამ ნაწილად, მივიღებ მეექსვედებს არ შემიცვლია გაფერადებული ნაწილის რაოდენობა. ადრე თუ იყო 1/2, ახლა არის 3/6 ანუ 1/2 უდრის 3/6-ს ეს არის იგივე, რაც 1/2, გადავიდეთ 1/3-ზე, დავყოთ სამეულებად, გავაფერადოთ 1/3. ვხედავთ, რომ 1/3 ნაკლებია, ვიდრე 3/6, 3/6 კი უდრის 1/2-ს 1/2 აქ იქნებოდა დაახლოებით ამდენი 1/3 არის ამაზე ნაკლები ამიტომაც, 1/3 არ უდრის 1/2-ს.