If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ტოლფასი წილადების წარმოდგენის განხილვა

გაიხსენეთ ტოლფასი წილადები წილადების მოდელებისა და რიცხვითი ღერძის დახმარებით და სცადეთ სავარჯიშოები.

ტოლფასი წილადები

წილადები ტოლფასია, თუ ისინი ტოლია ან ერთსა და იმავე რაოდენობას წარმოადგენს.

წილადის მოდელი

მოდით, ვნახოთ მაგალითი.
12=?8
თავიდან შეგვიძლია, დავხაზოთ 12.
ახლა მოდით, იგივე მთელი დავყოთ რვა ნაწილად.
როგორ დავშტრიხოთ მთელი, რომ გამოვსახოთ წილადი, რომელიც 12?-ის ტოლფასია?
8 ნაწილიდან 4 დავშტრიხეთ.
ასე რომ, 12=48.

რიცხვითი ღერძი

მოდით, ტოლფასი წილადები რიცხვით ღერძზე გამოვსახოთ.
35=?10
რიცხვები ტოლფასია, თუ რიცხვით ღერძზე ერთსა და იმავე წერტილზე მდებარეობენ.
თავიდან 35 შეგვიძლია, ვაჩვენოთ რიცხვით ღერძზე:

ახლა ჩვენი რიცხვითი ღერძი მეათედებად დავყოთ და ვნახოთ, რომელი წილადია 35-ის წერტილში.
610 და 35 რიცხვით ღერძზე ერთსა და იმავე წერტილზე მდებარეობენ.
35=610
გინდათ, მეტი გაიგოთ ტოლფასი წილადების ვიზუალურად წარმოდგენაზე? ნახეთ ეს ვიდეო.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
შეავსეთ ტოლობა
25=10
=
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

გინდათ, მეტი ასეთი ამოცანა სცადოთ? ნახეთ ეს სავარჯიშო.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.