ბავშვის მაისურს სჭირდება 4/5 მეტრი ქსოვილი რამდენი მაისური შეიკერება 48 მეტრის
სიგრძის ქსოვილით? გამოდის, უნდა გავიგოთ 48 მთელი მეტრიდან
რამდენი 4/5 მეტრი გამოვა. 48 მეტრი 4/5 მეტრიან ჯგუფებად უნდა გავყოთ
და ვნახოთ, რამდენი ჯგუფი გამოვა. (თითო ჯგუფში ერთი ბავშვის მაისურის
სამყოფი მასალა იქნება) თუ 4/5 მეტრი ქსოვილი ჰყოფნის ერთ მაისურს, მაშინ მიღებული ჯგუფების
და მაისურების რაოდენობა ტოლი იქნება. ვიცით, რომ წილადზე გაყოფა
იგივე მის შებრუნებულზე გამრავლებაა. 4/5-ის შებრუნებული არის 5/4. თუ მთელი რიცხვის წილადზე გაყოფა გაბნევთ, გაიხსენეთ, რომ ნებისმიერ მთელი რიცხვი
შეიძლება წილადის სახით ჩაიწეროს 48/1 გამრავლებული 5/4-ზე. დავიწყოთ
გამრავლება. რამდენია 48-ჯერ 5 გაყოფილი 4-ზე? დიდი რიცხვი გამოვა და მისი გაყოფა
გაგვიჭირდება, ამიტომ, სჯობს, ახლავე შევკვეცოთ. შეგვიძლია მრიცხველი
და მნიშვნელი ოთხზე შევკვეცოთ. ან შეგვიძლია 48-ჯერ ხუთი გავყოთ ოთხზე. მაგრამ პირველი ვარიანტი უფრო მარტივი ჩანს.
48 გავყოთ ოთხზე, მივიღებთ 12-ს. და იგივე უნდა გავაკეთოთ მნიშვნელშიც.
ოთხი გაყოფილი ოთხზე არის ერთი. დარჩება 12-ჯერ ხუთი, რაც 60-ის ტოლია.
12-ჯერ 5 გაყოფილი 1-ზე არის 60/1, ანუ 60. ესე იგი, 48 მეტრიდან 60 ბავშვის მაისური
გამოვა, თუ თითოზე 4/5 მეტრს გამოვიყენებთ.