If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

შერეული რიცხვის დაშლა

სალი 2 1/4-ის დასაშლელად წილადის მოდელებს იყენებს. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ვიფიქროთ განსხვავებულ გზებზე, როგორ გამოვსახოთ არაწესიერი რწილადი. ვთქვათ, ჩვენი არაწესიერი წილადია 2 მთელი 1/8. უფრო საინტერესო რომ იყოს ავიღებ 2 მთელ ერთ მეოთხედს. ვიფიქროთ რიცხვის მთელ ნაწილზე, ორიანზე. 2 არის ორი მთელი. შეგიძლიათ, აქ დააკვირდეთ. დახატული გვაქვს მთელი ნაწილები. თითოეული 8 ტოლ ნაწილად არის გაყოფილი, ანუ, არის 8/8. 2 არის მთელი ეს არე. ეს არის 1 მთელი. ეს არის 2 მთელი. კიდევ მაქვს 1/4. ეს ქვედა მთელი ნაწილი გაყოფილია 8 ტოლ ნაწილად. თავდაპირველად, დავყოფ მეოთხედებად. ეს არის 1/4, 2/4 და 3/4. გვინდა, რომ ამ მეოთხედებიდან ერთ-ერთი გაფერადებული იყოს ნარინჯისფერად. შეამჩნევდით, მერვედიდან მხოლოდ 2 ნაწილი გავაფერადე. ეს იმიტომ, რომ 1/4 და 2/8 ერთი და იგივეა. გამოვსახე შერეული რიცხვი 2 მთელი და 1/4. ვნახოთ, როგორ დავშლით მას. დავაბრუნოთ ჩვენი ბადე. როგორ გავაკეთებ ამას სხვაგვარად? ჩამოვწერ ბევრ წილადს და ვნახავ, რას მივიღებ. პირველი იქნება ერთნახევარი. როგორ გამოვსახო ერთნახევარი? თუ ავიღებ ერთ-ერთ მთელს და გავყოფ მას ორ ტოლ ნაწილად, ნახევარი იქნება ეს ნაწილი. გავაფერადებ ამას. გვაქვს ნახევარი. შევავსებ, ჯერ ნახევარს, რაც არის იგივე 4/8. ხედავთ, რომ რვა ნაწილიდან შევავსე ოთხი ნაწილი, რაც არის ამ მთელის ზუსტად ნახევარი. ახლა, დავუმატოთ 3/8. როგორ გამოიყურება 3/8? თითოეული პატარა კვადრატი გამოსახავს მერვედს. მათ ისე გავაფერადებ, როგორც მინდა. ეს არის 1, 2 და 3. გავაფერადოთ დამატებით 8/8. რა არის 8/8? 8/8 არის ერთი მთელი და მას აქ ჩავსვამ. ეს ჯერ არ შემივსია, მაგრამ მაინც ამას გავაფერადებ. ეს არის 1/8, 2/8, 3/8, 4/8, 5/8, 6/8, 7/8 და 8/8, ეს არის მთელი. მოკლედ, მაქვს ერთი მთელი, ანუ, 8/8. ამას შევავსებ, რადგან მინდა, მივიღო 2 მთელი, ამიტომ, დავუმატებ კიდევ 1/8. ეს იქნება 1/8. დავამატოთ კიდევ 2/8. ეს ყველა მერვედია, ამიტომ, 2/8 იქნება მერვედი ნაწილებიდან ორი ნაწილი. ყურადღება მიაქციეთ, რომ 2/8 იგივეა, რაც 1/4. 1/4-ს თუ აიღებთ და ორად გაყოფთ, მიიღებთ ორჯერ მეტ ნაწილს, ანუ, ის გახდება 2/8. ხედავთ, რომ ერთჯერ 2 არის 2, ოთხჯერ 2 არის 8. ამიტომ, 1/4 არის იგივე, რაც 2/8. ხედავთ, რომ 8/8 იგივეა, რაც ერთი მთელი. შეგიძლიათ, მიიღოთ კიდევ ერთი მთელი, თუ ერთნახევარს დაუმატებთ 3/8-ს და დაუმატებთ 1/8-ს. მათი ჯამია ერთი მთელი. გასაგები რომ იყოს, რატომ მუშაობს ეს, ერთ ნახევარი არის იგივე, რაც 4/8 ხედავთ, რომ გავაფერადეთ 4/8, კიდევ გაქვთ 3/8 და გაქვთ 1/8. ყველა მათგანს თუ შეკრებთ, 4/8 დამატებული 3/8 დამატებული 1/8-ს მიიღებთ, მეათედების ფარგლებში, 4/8 დამატებული 3/8 დამატებული 1/8 იქნება 8/8. ოთხს დამატებული 3 დამატებული 1 არის 8 ანუ მიიღეთ 8/8, რაც არის ეს მთელი. იმედია, ეს დაგეხმარებათ ვიზუალურად გაიგოთ რას ვაკეთებთ, როცა ვაჯამებთ ან ვშლით ამ წილადებს.