If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: არითმეტიკა (ყველა მასალა) > თემა 5

გაკვეთილი 5: წილადების შედარება

წილადების შედარება

წილადების შედარება. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

განსაზღვრეთ 30/45 და 54/81 ტოლი წილადებია, თუ არა. ყველაზე ადვილი გზა ამის დასადგენად არის ორივე წილადი გავამარტივოთ, შევკვეცოთ, და გავიგოთ არიან თუ არა ტოლი, ექვივალენტურები 30/45, რა არის მათი უდიდესი საერთო გამყოფი? 15 მოთავდება 30-ში და ის აგრეთვე მოთავსდება 45-ში. ერთი და იგივე ორივესათვის 30 არის 2-ჯერ 15, და 45 არის 3-ჯერ 15. ანუ, ჩვენ შეგვიძლია, ორივე, მრიცხველიც და მნიშვნელიც გავყოთ 15-ზე თუ ორივე გავყოფთ მრიცხველსაც და მნიშვნელსაც 15-ზე, რა მოხდება ამით? კარგით, გავყავით 15-ზე, შეიკვცა ეს, კიდევ გავაყავით 15-ზე, შეიკვეცა ესეც და დაგვრჩა 2/3.. ანუ, 30/45 იგივეა, რაც 2/3 ის ექვივალეტია 2/3-ის. 2/3 არის ყველაზე გამარტივებლი ფორმა ამ წილადისა შეგიძლია, კიდევ დაფიქრდე ამაზე. ახლა იგივე ვცადოთ 54/81-ზე მოდი, ვნახოთ არაფერს არ ვაგდებ აქედან. 9 არის საერთო გამყოფი ორივესი ჩვენ შეგვიძლია, 54 დავწეროთ, როგორც 6-ჯერ 9, და 81 როგორც 9-ჯერ 9 გავყოთ 9-ზე მრიცხველიც და მნიშვნელიც. ანუ, ორივეს ვყოფთ 9-ზე. 9 გაყოფილი 9-ზე არის ერთი და 9 გაყოფილი 9-ზე არის ერთი რაც საბოლოოდ ტოლია 6/9-ის ვნახოთ 6 არის არის 2-ჯერ 3 და 9 არის 3-ჯერ 3. შეგვიძლია, სამები შევკვეცოთ. ანუ, ორივეს ვყოფთ, მრიცხველსაც და მნიშვნელსაც 3-ზე. ვამრავლებთ ორივეს მრიცხველსაც და მნიშვნელსაც 1/3-ზე ისინი ექვივალეტურები არიან. შემიძლია, გავყო ორივე 3-ზე ან გავამრავლო 1/3-ზე ჯობია, გავყოთ 3-ზე. ნება მომეცით, დავწერო 3-ზე გაყოფა. არ მინდა, გავართულო გამრავლებით რადგა წილადების გამრავლებას მომავალში ვისწავლით. ასე რომ, გაყოთ 3-ზე 3 გაყოფილი 3-ზე არის ერთი და 3 გაყოფილი 3-ზე არის ერთი, და ჩვენ დაგვრჩება 2/3. საბოლოოდ ოროვე წილადის გამარტივებით მივიღეთ 2/3 და დავადგინეთ, რომ ეს წილადები ერთმანეთის ექვივალენტები არიან.