If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: არითმეტიკა (ყველა მასალა) > თემა 6

გაკვეთილი 7: ათწილადების გამოკლება

ათწილადების გამოკლება: 10.1 - 3.93

სალი აკლებს 10.1-3.93 "სტანდარტული მეთოდით". შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, გამოვიანგარიშოთ, რას უდრის 10.1 - 3.93 მე გირჩევთ, ჯერ შეაჩეროთ ეს ვიდეო და სცადოთ ამის გამოთვლა დამოუკიდებლად. მერე კი შევადაროთ ამოსხსნის ჩვენი გზები. თავიდან, გადმოვწეროთ ეს მაგალითი... ისე, რომ რიცხვების პოზიციები ემთხვეოდეს. ანუ, 10.1 მინუს –– 3 დავწეროთ ერთეულების ადგილას, ნულის ქვემოთ, –– 3.93 ახლა კი, ვცადოთ ამოვხსნათ. გამოკლება რომ შევძლოთ, გვჭირდება, რომ ყველა ზემოთა რიცხვი უფრო დიდი იყოს, ვიდრე ქვემოთა რიცხვებია. მაგრამ აქ საერთოდ არ გვაქვს რიცხვი. აქ შეგვიძლია ჩავწეროთ ნული. ჩავწეროთ ნული სხვა ფერით. 10.1 იგივეა, რაც 10.10, მაგრამ ამით ამოცანა არ ამოხსნილა. 0 3–ზე ნაკლებია. 1 9–ზე ნაკლებია. 0 ნაკლებია 3–ზე. ამიტომ, რაღაცები უნდა გადავაჯგუფოთ. ჩვენ შეგვიძლია, ავიღოთ 10, რაც იგივეა, რაც 10 ერთეული. ასე რომ, ერთეულების ადგილას შემიძლია, დავწერო 10. ერთეულებიდანაც შემიძლია, ავიღო ერთი ასე რომ, აქ დარჩება ცხრა ის ერთიანი კი ათეულების ადგილას ჩავწერო. ერთი არის 10 მეათედი. 10 მეათედს პლუს 1 მეათედი არის 11 მეათედი. ახლა შემიძლია, ავიღო ამ ათეულებიდან ერთი და ასეულებზე გადავანაწილო. 1 ათეული არის 10 ასეული. და ახლა მრიცხველში უფრო დიდი რიცხვები გვაქვს ვიდრე მნიშვნელში. 10-ს მინუს 3 არის 7. 10-ს მინუს 9 არის 1. წერტილი. 9-ს მინუს 3 არის 6. აქ აღარაფერი არ არის. საბოლოოდ, 10.1-ს მინუს 3.93 არის 6.17