If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ათწილადების გამოკლება: 39.1 - 0.794

ამ მაგალითში ათწილადების გამოკლებისას, ვაკლებთ მეათასედებამდე. ეს ცოტათი რთულია, მაგრამ თუ ერთად გავაკეთებთ რთული აღარ იქნება. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ვცადოთ 39.1 გამოვაკლოთ 0.794, შეაჩერეთ ვიდეო და სცადეთ დამოუკიდებლად გამოთვლა. ჩავთვლი, რომ უკვე სცადეთ. ახლა მოდით ერთად გავაკეთოთ. თავიდან დავწერ ამას. ეს არის 39.1-ს გამოკლებული, ათწილადებს მიყოლებით დავწერ , რათა ზუსტად შევძლო ერთეულების ადგილების პოვნა, ეს არის ნულის ადგილი, ამას ჩავწერ ერთეულების ადგილას - 0.794. და მზად ვართ გამოკლებისათვის. როგორ უნდა გამოვაკლოთ არაფერს ოთხიანი? ან არაფერს ცხრიანი? ვიქცევით ისევე, როგორც ნულის შემთხვევაში. ახლა შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი გამოკლებაზე. კიდევ ერთი დაბრკოლება გვაქვს ვცილობთ ნულს გამოვაკლოთ ოთხი. ასევე ნულს ვაკლებთ ცხრას. უნდა ავიღოთ ეს ერთი მეათედი და გადავაადგილოთ ის მეასედების ადგილას და მეათასედების ადგილას. დავფიქრდეთ ამაზე. ამის გაკეთება პრობლემას არ გადაჭრის. შეგვეძლო ამის გაკეთება, მაგრამ მეათედების ადგილას ნული დაგვიჯდება და იმავე დაბრკოლებას შევეჩეხებით. გადავალ ერთეულების ადგილას. მოვაშორებ ერთეულს, ეს იქნება რვა ერთეული, ეს იქნება ათი მეათედი. ეაქ კი გვექნება 11 მეათედი. მეათედი აქედან, პლუს ერთი იქნება 11 მეათედი ახლა კი ავიღოთ ერთი ამ მეათედებისგან აქ გვჩება ათი მეათედი, გადავიდეთ მეასედებზე. ეს იქნება ათი მეასედი. ავიღოთ ერთი მეასედი, აქ დაგვჩა ცხრა მეასედი, და გადავიტანოთ მეათასედებში. ეს იქნებ ათი მეათასედი. ახლა მზად ვართ გამოკლებისათვის. მოდით ამას ყვითლად დავწერ, ათს გამოვაკლოთ ოთხი უდრის ექვსს, ცხრას გამოვაკლოთ ცხრა არის ნული. ათს გამოვაკლოთ შვიდი არის სამი. ეს ათწილადის ნიშნულია. რვას გამოვაკლოთ ნული არის რვა. და შემდგომ სამს ვაკლებთ არაფერს და ვიღებთ სამს. მოვჩით, გამოგვივიდა 38.306.