If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:25

ვიდეოს აღწერა

ერთი მთელი 21 მეასედი გავამრავლოთ ნულ მთელ 43 მეათასედზე მინდა, რომ ვიდეო დააპაუზო და ჯერ შენით სცადო მოდი დავფიქრდეთ მსგავს ამოცანაზე, თუმცა ისეთზე, სადაც ათწილადებს არ ვიყენებთ 121 გავამრავლოთ 43-ზე, ამის გაკეთება ჩვენ ვიცით ჯერ ეს ამოვხსნათ და ეს დაგვეხმარება ამ ათწილადების გამრავლებაში სამჯერ ერთი არის სამი, სამჯერ ორი არის ექვსი, სამჯერ ერთი კი არის სამი სამჯერ 121 არის 363 გადავიდეთ ათეულებზე, აქ გვაქვს 40 აქ უნდა ჩავსვათ ნული, 40-ჯერ ერთი არის 40 40-ჯერ 20 არის 800, 40-ჯერ 1000 კი 4000-ია ახლა ესენი უნდა შევკრიბოთ სამს პლუს ნული სამია, ექვსს პლუს ოთხი 10-ია, ერთს ვიმახსოვრებთ ერთს პლუს სამი პლუს რვა არის 12 ერთს პლუს ოთხი არის ხუთი ანუ 121-ჯერ 43 უდრის 5203-ს. როგორ დავუკავშიროთ ეს წინა მაგალითს? ერთი მთელი 21-სგან 121 რომ მიიღო ეს ათწილადი უნდა გაამრავლო 100-ზე მძიმე ორით მარჯვნივ გადაგვაქვს 43 მეათასედიდან 43-ის მისაღებად კი მძიმე სამით უნდა გადავწიოთ მარჯვნივ, ანუ უნდა გავამრავლოთ 1000-ზე მარცხნიდან მარჯვენა რომ მიგვეღო, ჯერ გავამრავლეთ 100-ზე, შემდეგ კი 1000-ზე ანუ მარცხენა გამოსახულების მისაღებად მარჯვენა უნდა გავყოთ 100-ზე შემდეგ კი გავყოთ 1000-ზე ეს კი იგივეა, რაც 100 ათასზე გაყოფა მოდი გავყოთ, ამ რიცხვს გადმოვწერ აქ წარმოვიდგინოთ მძიმე და გავყოთ 100-ზე მძიმე გადმოიწევს ორით მარცხნივ შემდეგ კი კიდევ 1000-ზე რომ გავყოთ, მძიმე აღმოჩნდება აქ მოვრჩით, ერთი მთელი 21 გამრავლებული 43 მეათასედზე არის ნული მთელი 052030 შეგეძლო ეს რიცხვები ისე გაგემრავლებინა, თითქოს მძიმეები საერთოდ არ არის შემდეგ დაგეთვალა, თუ რამდენი ციფრია მძიმის მარჯვნივ აქ ვხედავთ, რომ მძიმის მარჯვნივ ხუთი ციფრია საბოლოო ნამრავლშიც მძიმის მარჯვნივ ხუთი ციფრი უნდა გქონდეს ეს იმიტომ, რომ თუ მძიმეებს დავივიწყებდით და ჩავთვლიდით, რომ ეს არის 121 გამრავლებული 43-ზე გამოვიდოდა, რომ ეს მთლიანი გამოსახულება გაგიმრავლებია 100 ათასზე ამიტომაც, თავდაპირველი ნამრავლის გასაგებად ეს მიღებული გამოსახულება 100 ათასზე უნდა გაყო 100 ათასზე გამრავლება იგივეა, რაც მძიმის ხუთით მარჯვნივ გადაწევა 100 ათასზე გაყოფა კი იგივეა, რაც მძიმის ხუთით მარცხნივ გადაწევა გავყოთ 10-ზე, 100-ზე, 1 000-ზე, 10 000-ზე და საბოლოოდ 100 000-ზე ეს არის ჩვენი ნამრავლი.