If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:37

ვიდეოს აღწერა

ვნახოთ თუ შევძლებთ 30,24-ის გაყოფას 0,42-ზე. გირჩევთ დააპაუზოთ ვიდეო და დამოუკიდებლად სცადოთ ამის ამოხსნა. რამდენიმე გზა არსებობს ამის მოსაფიქრებლად. შეგვიძლია უბრალოდ დავწეროთ 30.24 გაყოფილი 0.42-ზე რა გავაკეთოთ ახლა? მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ ასეთი გაყოფისას, ორივე რიცხვის ერთსა და იმავე რიცხვზე გამრავლება პასუხს არ ცვლის იგივე ხდება ამ რიცხვების, ერთსა და იმავე რიცხვზე გაყოფისასაც. უკეთესად გასაგებად ამ ყველაფერს გადავწერ. 30.42 შეფარდებული 0.42-თან. ეს შეგვიძლია წილადისავით დავწეროთ ვიცით, რომ როცა ასეთი წილადი გვაქვს, მრიცხველისა და მნიშვნელის ერთსა და იმავე რიცხვზე გამრავლებით, არ ვცვლით წილადის მნიშვნელობას. რაზე უნდა გავამრავლოთ მნიშვნელი, რათა მთელი რიცხვი მივიღოთ? შეგვიძლია გავამრავლოთ ათზე და კიდევ ათზე, ანუ შეგვიძლია გავამრავლოთ ასზე. ასეც მოვიქცეთ. თუ მნიშვნელს გავამრავლებთ ასზე იმ მიზნით, რომ არ შევცვალოთ მნიშვნელობა მრიცხველიც უნდა გავამრავლოთ ასზე. ჩვენ რიცვხს 100/100-ზე ვამრავლებთ, რაც არის ერთი, ამიტომაც წილადის მნიშვნელობა არ გვეცვლება. ამას შეგიძლიათ მიუდგეთ, როგორც გაყოფის ამოცანასაც. ეს იქნება 30.42 გამრავლებული ასზე, გადმოვიტანოთ ათწილადი ორი ადგილით მარჯვნივ და მივიღებთ 3042-ს. 0.42 გამრავლებული ასზე, გადმოვიტანოთ ათწილადის ნიშანი 1, 2 ადგილით მარჯვნივ, მივიღებთ 42-ს. ეს იქნება იგივე, რაც 3042 გაყოფილი 42-ზე. კიდევ ერთხელ, შეგვიძლია ათწილადის ნიშნის გადატანა ორით მარჯვნივ და თუ გადავიტანთ ორით მარჯვნივ, შევძლებთ ეს ორიც გადავიტანოთ მარჯვნივ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს. ეს არის ახლა სადაც ათწილადის თანრიგია. შეგიძლიათ შეხედოთ როგორც 3024 წავშლი ამას. 3024 გაყოფილი 42-ზე. წავშლი ამას. ამის გაკეთება უკვე ვიცით, მაგრამ მოდით ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. რამდენჯერ მოთავსდება 42 სამში? საერთოდ ვერ მოთავსდება. შეგვიძლია გადავიდეთ 30-ზე. 42 რამდენჯერ მოთავსდება 30-ში? ვერ მოთავსდება, შეგვიძლია გავაგრძელოთ , გადავიდეთ 302-ზე. 42 რამდენჯერ მოთავსდება 302-ში? ორნიშნა ან მრავალნიშნა რიცხვებზე გაყოფა ხელოვნებისავით არის. დავფიქრდეთ ცოტათი ამაზე. ეს არის დაახლოებით 40, ეს დაახლოებით 300-ია. 40 რამდენჯერ მოთავსდება 300-ში? რამდენჯერ მოთავსდება ოთხი 30-ში? თითქოს შვიდჯერ, ვცდი შვიდს, ვნახავ თუ გამოვა, შვიდჯერ ორი არის 14, შვიდჯერ ოთხი არის 28 პლუს ერთი არის 29 ახლა შემიძლია გამოვაკლო. ცოტათი გადავაჯგუფოთ. ვნახოთ, თუ გამომივა. 100-ს ავიღებ 300-იდან, ეს გახდება 200 ჩვენი ნულ ათეულს მივხედოთ, მექნება 10 ათეული, მაგრამ უნდა ვისესხო ერთი ამ ათი ათეულებიდან. ეს იქნება ცხრა ათეული, აქ დავამატებ. ეს იქნება 12, 12-ს გამოკლებული ოთხი არის რვა. ცხრას გამოკლებული ცხრა არის ნული, ორს გამოკლებული ორი არის ნული, რაც დამრჩა არის 42-ზე ნაკლები. გავიგე, რომ საჭირო რიცხვია შვიდი. მინდა რომ 42 რაც შეიძლება მეტჯერ მოთავსდეს 302-ში თან უმცირესი ნაშთით. მოდით, ჩამოვიტანოთ. მოდით, ჩამოვიტანოთ შემდეგი ციფრი მოდით, ჩამოვიტანოთ ეს ოთხი. 42 რამდენჯერ მოთავსდება 84-ში? ეს მოთავსდება ოთხმოცდაოთხში ორჯერ. ორჯერ ორი არის ოთხი, ორჯერ ოთხი არის რვა. გამოვაკლოთ და ვნახავთ, რომ ნაშთი არ გვრჩება. გამოდის, 3042 გაყოფილი 42-ზე იგივეა, რაც 30,42 გაყოფილი 0.42-ზე და ეს იქნება 72-ის ტოლი. ეს არის 72-ის ტოლი. (უფრო ზუსტად 72,42857.. დამრგვალებულია 72) გამოგვივიდა 72.